აღწერა
B ტიპის აუზის თბომცვლელი ეს არის თბომცვლელი გარსაცმით და მილებით, რომელიც
ხასიათდება სითბოს გადაცვლის მაღალი ეფექტურობით. ის იდეალური გადაწყვეტაა
ინტენსიური ნაკადის მქონე დანადგარებისთვის, განსაკუთრებით სხვადასხვა ტიპის და
ზომის აუზების სისტემებისთვის. გოფრირებული მილების წყალობით წარმოიქმნება
ტურბულენტური ნაკადი, რომელიც აძლიერებს სითბოს გადაცემას და აუმჯობესებს
თბომცვლელის თვითწმენდას დანალექებისგან. კომპაქტური, შედუღებული B ტიპის
თბომცვლელი ძალიან მტკიცე და საიმედოა.
■ თვისებები
დინების მაღალი სიჩქარე დაბალი წნევის დანაკარგით – არ არის საჭირო ბაიპასის
გამოყენება;
გოფრირებული მილები აძლიერებს სითბოს გადაცემას და ამცირებს ნადების
წარმოქმნას;
აგრესიული კოროზიული ნივთიერებებისადმი მდგრადობა (მაგ. ფტორი, ქლორი);
კომპაქტური ზომები.
■ კონსტრუქცია
გოფრირებული მილები 8 მმ დიამეტრით;
შედუღებული კონსტრუქცია გამორიცხავს გაჟონვის რისკს;
უჟანგავი ფოლადი 316L / 1.4404.
■ მაქსიმალური ეფექტურობა
დამატებითი ინფორმაცია
წონა | 4.6 kg |
---|---|
მწარმოებელი | SECESPOL |
არტიკული | B300 |
სიმძლავრე (კვ) | 53 |
მილის დიამეტრი (მმ) | 8 |
სითბოს გადაცემის ფართობი (მ2) | 0,73 |
DU - კავშირები (მმ) | 25 |
კორპუსის დიამეტრი (მმ) | 101,6 |
სამუშაო პარამეტრები (მილები) | 203°C/16 ბარი |
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.