Loading...

ფლოკულანტი გრანული Flocfix 5კგ (0907005)

კოდი: 01879 კატეგორიები: ,

82.00 

Loading...

აღწერა

ფლოკულაცია (კოაგულაცია)

აუზში გამუდმებით წარმოიქმნება უმცირესი ნაწილაკები, რომლებიც არ  ილექება აუზის ძირში და ცურავს წყალში სუსპენზიის სახით. ფლოკულაციის (კოაგულაციის) საშუალებები აკავშირებს ამ ნაწილაკებს და ამით მათი გაფილტვრის შესაძლებლობას იძლევა, ე.ი. ნაწილაკები/ფანტელები რჩება ფილტრში და მათი ამოღება შესაძლებელია ფილტრის უკურეცხვით. წყალი ხდება კრისტალურად სუფთა.

 

გამოყენების სფერო: ფლოკულანტი აუზის წყალში შეტივტივებული ნაწილაკების შთანთქმისა და მოცილებისთვის.

ფლოკულანტი საზოგადოებრივი და კერძო აუზებისთვის, შესაფერისია მექანიკური და ავტომატური დოზირებისთვის, ასევე მუნიციპალური და სამრეწველო ჩამდინარე წყლებისთვის. დამზადებულია ალუმინის მარილების გამოყენებით

Თვისებები:

➢ ეფექტური pH-ის ფართო დიაპაზონში

➢ მშრალ ფორმაში ინახება საკმაოდ დიდხანს

➢ შესაფერისია საზომი, დოზირებისა და მაკონტროლებელი მოწყობილობებისთვის

➢ მოქმედებს სწრაფად და ეფექტურად

➢ ონკანებსა და მილსადენებში არ წარმოქმნის ნადებს და ნალექს, რადგან არ შეიცავს სულფატებს

 

გამოყენება

გრანულები წინასწარ გახსენით თბილ წყალში

ქვიშის ფილტრის ეფექტურობის გაზრდისთვის, როდესაც ტუმბო ჩართულია ნელა ჩაასხით წყალში გახსნილი  Flokfix სკიმერში.  2-3 დღის შემდეგ ფილტრი უნდა გაირეცხოს

ხელით დოზირება ხორციელდება განზავებული ფლოკულანტის  აუზის კედლების გასწვრივ ჩასხმით . განზავებული პროდუქტი უნდა იქნას გამოყენებული ერთი კვირის ვადაში.

 

კერძო აუზისთვის: 100 გრამი 10 მ3 წყალზე. (10% ხსნარი=1 კგ გრანული 10ლ წყალზე)

საზოგადოებრივი აუზებისთვის: 10-20მლ 10%-იანი ხსნარი

უსაფრთხოების ზომები:

დაიცავით უსაფრთხოების ზომები რომლების მითითებულია პროდუქტის ეტიკეტზე და უსაფრთხოების პასპორტში. პროდუქტი შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში მზისგან დაცულ გრილ ადგილას. Მოარიდეთ ბავშვებს!

გაფრთხილება: არ შეურიოთ სხვა ქიმიკატებს!

შენახვის პირობები:

რეაგენტების შენახვა უნდა განხორციელდეს დახურულ, მშრალ, ვენტილირებად საწყობში

ტემპერატურა +5-დან +25 გრადუს ცელსიუსამდე. მოარიდეთ მზის სხივების პირდაპირ ზემოქმედებას.

შენახვის დროს ჰაერის ტენიანობა არ უნდა აღემატებოდეს 60%-ს

ვარგისიანობის ვადა 5 წელი.

ცარიელი და გარეცხილი კონტეინერები გადამუშავებადია.

დამატებითი ინფორმაცია

წონა5 kg
მწარმოებელი

Chemoform

არტიკული

0907005

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

იყავით პირველი შემფასებელი: „ფლოკულანტი გრანული Flocfix 5კგ (0907005)“

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *