ნადების საწინააღმდეგო ფილტრი Ecosoft SCALEX სარეცხი მანქანისთვის (FOCE100ECO)
31.50 ₾
აღწერა
ძირითადი მახასიათებლები
სარეცხი მანქანის დაცვა
ფილტრი ხელს უშლის გამათბობელ ელემენტებზე ნადების წარმოქმნას
ზრდის რეცხვის ეფექტურობას
რბილ წყალში სარეცხი ფხვნილის ეფექტურობა უფრო მაღალია, ხოლო მისი მოხმარება ნაკლებია.
“მწვანე” ტექნოლოგია
ფილტრის შემავსებელი არ იწვევს ალერგიას და არ აზიანებს ბუნებას
შემავსებლის ერთი შეცვლა რეცხვის 400 ციკლზე
რესურსი 20 000 ლიტრი
აღწერა
ნადების გაჩენა ამცირებს სარეცხი მანქანის ან ჭურჭლის სარეცხი მანქანის ეფექტურობას საბოლოო გაუმართაობამდე, აღდგენის შესაძლებლობის გარეშე.
ECOSOFT SCALEX ფილტრი არის:
აღჭურვილობის დაცვა ნადებისგან
ენერგიის დაზოგვა 30%-მდე
ფხვნილის ან სარეცხი საშუალების 40%-მდე ეკონომია
თქვენი სარეცხი მანქანის ან ჭურჭლის სარეცხი მანქანის უფრო მაღალი ეფექტურობა და მომსახურების გაზრდილი ვადა
ECOSOFT SCALEX ფილტრის უპირატესობები
რესურსი 20000 ლიტრი, ანუ 400 რეცხვის ციკლი.
გაცხელებული წყლის მაღალი სამუშაო ტემპერატურა – 105°С-მდე.
არ შეიცავს ფოსფატებს – უვნებელია ადამიანისთვის და ბუნებისთვის.
ECOSOFT SCALEX ფილტრი შეამცირებს თქვენს ხარჯებს
ნადების საწინააღმდეგო სასუალებები აღარ არის საჭირო
სარეცხი მანქანა და ჭურჭლის სარეცხი მანქანა უფრო დიდხანს გაძლებს
სუფთა ტენები უფრო სწრაფად თბება – ელექტროენერგიის დაზოგვა
გარდა ამისა ტანსაცმელი შეინარჩუნებს ფერს, ფორმას და სირბილეს, ჭურჭელზე არ ექნება ზოლები.
როგორ მუშაობს ფილტრი
Ecosoft Scalex ფილტრის შემავსებელი გამოყოფს პროდუქტის იმ რაოდენობას, რამდენიც საჭიროა ნადების გაჩენის თავიდან ასაცილებლად.
მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ ფილტრი არ არბილებს წყალს, მაგრამ ამავე დროს გავლენას ახდენს სიხისტის მარილებზე, იცავს სარეცხი მანქანის ან ჭურჭლის სარეცხი მანქანის გამათბობელ ელემენტებს.
ფილტრი კომპლექსურად ებრძვის ნადების პრობლემას
ნადების კრისტალების ზრდის შეჩერება – არ აძლევს კრისტალებს კრისტალურ მესრად ჩამოყალიბების საშუალებას და გამათბობელ ელემენტზე „დამაგრების“ საშუალებას.
არღვევს ნადების კრისტალების ჩანასახებს – შლის მათ პატარა ნაწილაკებად.
აფერხებს ნადების კრისტალების ერთმანეთთან დაკავშირებას – ფარავს ნადების კრისტალებს და არ აძლევს მათ ერთმანეთთან შეკვრის საშუალებას.
იმის გამო, რომ ფილტრი არ შეიცავს ფოსფატებს და პოლიფოსფატებს, ის ჰიპოალერგიულია ადამიანისთვის და აბსოლუტურად უვნებელია გარემოსთვის, განსხვავებით პოლიფოსფატური ფილტრების გამოყენებისგან.
სერვისი
ნადების საწინააღმდეგო ფილტრი Ecosoft Scalex განკუთვნილია მხოლოდ ცივ წყალში გამოსაყენებლად. რეკომენდებულია ვერტიკალურად დაყენება.
ფილტრის რესურსი – 20000 ლიტრი ან 400 რეცხვის ციკლი. ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია, ის საშუალებას გაძლევთ გარეცხოთ ყოველდღე 1 წელზე მეტი ხნის განმავლობაში.
მაგრამ ჩვენი ონკანის წყალი შეიცავს უამრავ სხვადასხვა მინარევებს, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში იწვევს იმას, რომ ფილტრის შემავსებელი დაბინძურებულია მინარევებით, რკინით, ორგანული ნივთიერებებით და წყვეტს წყალში აქტიური კომპონენტების გამოყოფას.
ანუ გრანულებში აქტიური ნივთიერება კვლავ რჩება, მაგრამ ის წყალში აღარ გამოიყოფა.
ამიტომ, იმისათვის, რომ თქვენი სარეცხი მანქანა ყოველთვის იყოს დაცული ნადებისგან, ხოლო ნივთები იყოს სუფთა და რბილი, რეკომენდებულია ფილტრის მასალის (შემავსებლის) შეცვლა 6 თვეში ერთხელ.
დამატებითი ინფორმაცია
ზომები | 6.5 × 13 cm |
---|---|
მწარმოებელი | Ecosoft |
არტიკული | FOSE100ECO |
ფილტრაციის რესურსი | 20 000 ლ-მდე |
შემავსებლის მოცულობა | 80 ml |
დამაკავშირებელი ზომა | 3/4″ |
გაცხელებული წყლის სამუშაო ტემპერატურა | 105 °C-მდე |
ოპერაციული წნევა | 6 ატმ-მდე |
მსგავსი პროდუქტები
- Out of Stock
- სტერილიზატორი, წყლის ფილტრაცია
ულტრაიისფერი ნათურა ECOSOFT UV E-480
- 169.40 ₾
- ვრცლად
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.