საცურაო აუზი – შავი თუ თეთრი?

თუ წლე­ბის წინ სა­ცუ­რაო აუ­ზე­ბი უმე­ტე­სად ლურჯ ან ცის­ფერ ტო­ნა­ლო­ბა­ში იყო გა­და­წყვე­ტი­ლი, დღეს ეს ტენ­დენ­ცია მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­იც­ვა­ლა და უპი­რა­ტე­სო­ბა ბუ­ნებ­რივ­თან მი­ახ­ლო­ე­ბულ ფე­რებს ენი­ჭე­ბა.

ცხა­დია, კლა­სი­კუ­რი ფერი და დი­ზა­ი­ნი კვლავ მო­თხოვ­ნა­დია, თუმ­ცა მსოფ­ლიო ბა­ზარ­ზე არ­სე­ბუ­ლი ტრენ­დე­ბი, მო­სა­პირ­კე­თე­ბე­ლი მა­სა­ლე­ბის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა და უახ­ლე­სი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი მეტი ექ­სპე­რი­მენ­ტის ჩა­ტა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა იძ­ლე­ვა.

ბოლო პე­რი­ოდ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს თეთ­რი და შავი ფე­რის მა­სა­ლით მო­პირ­კე­თე­ბუ­ლი აუ­ზე­ბი. აღ­ნიშ­ნულ ფე­რებ­ზე მომ­ხმა­რე­ბელ­თა მხრი­დან მო­თხოვ­ნა მზარ­დია. მი­ზე­ზებ­ზე სა­სა­უბ­როდ, თუ რამ გა­ნა­პი­რო­ბა აღ­ნიშ­ნუ­ლი ფე­რე­ბის აქ­ტუ­ა­ლო­ბა, და­ვუ­კავ­შირ­დით შპს „აკ­ვა­ლა­ინს“, რო­მე­ლიც 17 წელ­ზე მე­ტია წარ­მო­ად­გენს ლი­დერ კომ­პა­ნი­ას სა­ცუ­რაო აუ­ზე­ბის და სპა სივ­რცის მო­წყო­ბის სფე­რო­ში.

„აკ­ვა­ლა­ი­ნის“ პრო­ექ­ტე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლის გან­მარ­ტე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ტრენ­დი რამ­დე­ნი­მე წლის წინ დამ­კვიდ­რდა სა­ქარ­თვე­ლო­ში და ბოლო პე­რი­ოდ­ში მეტ პო­პუ­ლა­რო­ბას იძენს. თეთ­რი და შავი მა­სა­ლით მო­პირ­კე­თე­ბულ აუ­ზებ­ზე მო­თხოვ­ნა თა­ნაბ­რად მა­ღა­ლია, რო­გორც კერ­ძო, ისე ბიზ­ნეს სექ­ტორ­ში. „აკ­ვა­ლა­ი­ნი“ მომ­ხმა­რებ­ლებს სთა­ვა­ზობს თეთ­რი და შავი ფე­რის მო­ზა­ი­კას, ფი­ლას და PVC მემ­ბრა­ნას. მო­სა­პირ­კე­თე­ბე­ლი მა­სა­ლე­ბის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი დი­ზა­ი­ნის შექ­მნის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა, პრო­ექტს კი ექ­სკლუ­ზი­უ­რო­ბა­სა და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლიზმს სძენს.

თეთ­რი ფე­რის აუზი და მისი უპი­რა­ტე­სო­ბე­ბი

თეთ­რი ფერი სი­სუფ­თა­ვე­სა და სი­ახ­ლეს­თან ასო­ცირ­დე­ბა. სა­ერ­თო ინ­ტე­რი­ერ­ში კი მისი სხვა ფე­რებ­თან შე­ხა­მე­ბა მარ­ტი­ვია.

რო­გორც სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი გან­მარ­ტა­ვენ, თეთ­რი ფე­რის მა­სა­ლით მო­პირ­კე­თე­ბუ­ლი აუზი გან­სხვა­ვე­ბუ­ლად ირეკ­ლავს მზის სი­ნათ­ლეს, რის გა­მოც აუ­ზის წყა­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად „ბრწყი­ნავს“ და მას­ში ჩას­ვლა კი­დევ უფრო სა­სურ­ვე­ლი ხდე­ბა.

შავი ფე­რის აუზი და მისი უპი­რა­ტე­სო­ბე­ბი

შავი ფე­რის მა­სა­ლით მო­პირ­კე­თე­ბუ­ლი აუზი მი­ნი­მა­ლის­ტუ­რია და ბუ­ნებ­რი­ვი წყალ­სა­ცა­ვის ასო­ცი­ა­ცი­ას იწ­ვევს. წყლის ზე­და­პი­რი სარ­კი­სებრ ეფექტს იძ­ლე­ვა, რაც, თა­ვის მხრივ, მეტ ელე­გან­ტუ­რო­ბას ანი­ჭებს აუზს. სივ­რცე, სა­დაც შავი მა­სა­ლით მო­პირ­კე­თე­ბუ­ლი აუ­ზია, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად დახ­ვე­წი­ლი და შთამ­ბეჭ­და­ვია.

რა ფე­რის აუზს მი­ა­ნი­ჭებთ უპი­რა­ტე­სო­ბას, ეს სრუ­ლად თქვენს გე­მოვ­ნებ­სა და მო­თხოვ­ნებ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, თუმ­ცა ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში რაც აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ არის ის, რომ პრო­ექ­ტი­რე­ბა და მშე­ნებ­ლო­ბა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებს უნდა მი­ან­დოთ. „აკ­ვა­ლა­ი­ნის“ მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის გუნ­დი შე­მოგ­თა­ვა­ზებთ თქვენს გე­მოვ­ნე­ბა­ზე მორ­გე­ბულ დი­ზა­ინს, სწორ ტექ­ნი­კურ გა­და­წყვე­ტებს, მა­ღა­ლი ხა­რის­ხის, უსაფრ­თხო მო­სა­პირ­კე­თე­ბელ მა­სა­ლებს და და­ნად­გა­რებს, რაც თქვენ­თვის სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გის მი­ღე­ბის გა­რან­ტია იქ­ნე­ბა.