როგორ გავხადოთ აუზის წყალი უსაფრთხო? – პროფესიონალის რჩევები ქლორის და სხვა ქიმიკატების გამოყენებასთან დაკავშირებით

სა­კუ­თარ აუზ­ში ცურ­ვა დიდი კომ­ფორ­ტია, თუმ­ცა აუ­ზის­გან მაქ­სი­მა­ლუ­რი სი­ა­მოვ­ნე­ბის მი­ღე­ბის­თვის, აუ­ცი­ლე­ბე­ლია მისი სა­თა­ნა­დოდ მოვ­ლა. აუ­ზის მოვ­ლის სერ­ვი­სი არა­ერ­თი პუნ­ქტი­სა­გან შედ­გე­ბა. ამ პრო­ცეს­ში გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ქი­მი­კა­ტე­ბის სწო­რი გა­მო­ყე­ნე­ბა, რად­გან ჯან­მრთე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი თა­ვი­დან ავი­ცი­ლოთ და აუ­ზის ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის ვადა გავ­ზარ­დოთ.

თუ წყლის სა­თა­ნა­დო მოვ­ლა არ მოხ­და, მე­ქა­ნი­კუ­რი და­ბინ­ძუ­რე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად წყალ­ში გამ­რავ­ლდე­ბა წყალმცე­ნა­რე­ე­ბი და მავ­ნე მიკ­რო­ორ­გა­ნიზ­მე­ბი. წყლის და­მუ­შა­ვე­ბის ქი­მი­უ­რი მე­თო­დე­ბი აუ­ცი­ლე­ბე­ლია წყლის ხა­რის­ხის მაქ­სი­მა­ლუ­რი შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის­თვის.

ქარ­თულ ბა­ზარ­ზე მო­წი­ნა­ვე კომ­პა­ნია „აკ­ვა­ლა­ი­ნი“, რო­მე­ლიც 2006 წლი­დან ოპე­რი­რებს და არა­ერ­თი კერ­ძო თუ კო­მერ­ცი­უ­ლი აუზი აქვს შეს­რუ­ლე­ბუ­ლი, გირ­ჩევთ, რო­გორ გა­მო­ი­ყე­ნოთ ქი­მი­კა­ტე­ბი ისე, რომ მან, ერთი მხრივ, წყლის უსაფრ­თხო­ე­ბა უზ­რუნ­ველ­ყოს და მე­ო­რე მხრივ, ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბას საფრ­თხე არ შე­უქ­მნას. რო­გორც „აკ­ვა­ლა­ინ­ში“ გან­მარ­ტა­ვენ, აუ­ზის­თვის არ­სე­ბობს 4 ძი­რი­თა­დი ქი­მი­კა­ტი, რო­მელ­თა გა­მო­ყე­ნე­ბა­საც სპე­ცი­ა­ლუ­რი წე­სე­ბის დაც­ვა სჭირ­დე­ბა:

  • ბაქ­ტე­რი­ებ­თან, წყალმცე­ნა­რე­ებ­თან და სხვა და­მა­ბინ­ძუ­რებ­ლებ­თან ბრძო­ლა აუ­ზის ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ას­თან ერ­თად უნდა და­ი­წყოს. აუ­ზის კედ­ლე­ბი და ფსკე­რი სა­დე­ზინ­ფექ­ციო ხსნა­რით თა­ვი­დან­ვე უნდა და­მუ­შავ­დეს. ალ­გე­ცი­დი არის ქი­მი­კა­ტი, რო­მე­ლიც წყალმცე­ნა­რე­ე­ბის გამ­რავ­ლე­ბას უშ­ლის ხელს. ამი­ტომ მისი გა­მო­ყე­ნე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია. ალ­გე­ცი­დით აუ­ზის ძირი და კედ­ლე­ბი წყლის ჩას­ხმამ­დე უნდა და­მუ­შავ­დეს, რომ წყალს ბაქ­ტე­რი­ე­ბის და წყალმცე­ნა­რე­ე­ბის კე­რე­ბი არ დახ­ვდეს. აუ­ზის წყლით შევ­სე­ბის შემ­დეგ პე­რი­ო­დუ­ლად უნდა მოხ­დეს ალ­გე­ცი­დით აუ­ზის წყლის და­მუ­შა­ვე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი დო­ზი­რე­ბის დაც­ვით.
  • აუ­ზის გავ­სე­ბის­თა­ნა­ვე უნდა მოხ­დეს წყლის PH-ის ანუ მჟა­ვა-ტუ­ტო­ვა­ნი ბა­ლან­სის კო­რექ­ტი­რე­ბა. PH-ის დონე უნდა იყოს 7,2-7,4. არა­სა­თა­ნა­დო დო­ნის შემ­თხვე­ვა­ში ზი­ან­დე­ბა აუ­ზის კედ­ლე­ბი და ინ­ვენ­ტა­რი, ასე­ვე, ღი­ზი­ან­დე­ბა კანი. თუ PH-ის დონე გას­წო­რე­ბუ­ლი არ არის, სხვა ქი­მი­კა­ტე­ბიც, მათ შო­რის, ალ­გე­ცი­დი და ქლო­რი, არას­რულ­ფა­სოვ­ნად მუ­შა­ო­ბენ. ამ შემ­თხვე­ვა­ში კი მომ­ხმა­რე­ბე­ლი ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის სა­ში­ში საფრ­თხე­ე­ბის წი­ნა­შე შე­იძ­ლე­ბა აღ­მოჩ­ნდეს.
  • ქლო­რი დე­ზინ­ფექ­ცი­ას ატა­რებს, ხელს უწყობს წყლის ხა­რის­ხის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას და ებ­რძვის ბაქ­ტე­რი­ე­ბის გამ­რავ­ლე­ბას. თვე­ში ერთხელ აუ­ცი­ლე­ბე­ლია წყლის ქლო­რით შო­კი­რე­ბა, რომ­ლის შემ­დე­გაც ერთი დღე წყალ­ში ჩას­ვლა არ შე­იძ­ლე­ბა. ქლო­რის გარ­კვე­უ­ლი დონე კი წყალ­ში მუდ­მი­ვად აუ­ცი­ლე­ბე­ლია მისი ხა­რის­ხი­სა და მომ­ხმა­რებ­ლე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის.
  • მე­ო­თხე ქი­მი­კა­ტი, რო­მე­ლიც აუზს აუ­ცი­ლებ­ლად სჭირ­დე­ბა, არის ფლო­კო­ლან­ტი, რო­მე­ლიც წყლის სი­კამ­კა­მეს უზ­რუნ­ველ­ყოფს. ის წყალ­ში არ­სე­ბულ წვრილ ნა­წი­ლებს ერ­თად კრავს და ფსკერ­ზე ლე­ქავს, რაც აუ­ზის გა­სუფ­თა­ვე­ბა­საც უწყობს ხელს.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ მოხ­დეს ხა­რის­ხი­ა­ნი ქი­მი­კა­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში ისი­ნი სარ­გებ­ლის ნაც­ვლად ზი­ა­ნის მომ­ტა­ნი შე­იძ­ლე­ბა აღ­მოჩ­ნდნენ. ქარ­თულ ბა­ზარ­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მია ევ­რო­პუ­ლი წარ­მო­ე­ბის, მა­გა­ლი­თად, გერ­მა­ნუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ხა­რის­ხის უმაღ­ლეს სტან­დარტს აკ­მა­ყო­ფი­ლებს. ასე­ვე მა­ღა­ლი დო­ნი­საა თურ­ქუ­ლი ქი­მი­კა­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც წარ­მო­ე­ბის ხარ­ჯე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე შე­და­რე­ბით იაფი ღირს, თუმ­ცა ხა­რის­ხით ევ­რო­პულს თით­ქმის არ ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბა.

ქი­მი­კა­ტე­ბით სარ­გებ­ლო­ბის დროს აუ­ცი­ლებ­ლად გახ­სოვ­დეთ, რომ იმ რა­ო­დე­ნო­ბით, რა რა­ო­დე­ნო­ბი­თაც აუზს სჭირ­დე­ბა, ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის სრუ­ლი­ად უსაფრ­თხოა, თუმ­ცა არას­წო­რი შე­ნახ­ვი­სა და ერ­თმა­ნეთ­ში არე­ვის, ან არა­სა­თა­ნა­დო დო­ზი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა საფრ­თხის შემ­ცვე­ლი აღ­მოჩ­ნდეს. მათი შე­ნახ­ვა სპე­ცი­ა­ლუ­რად გა­მო­ყო­ფილ სივ­რცე­ში ბავ­შვე­ბის­გან მი­უწ­ვდო­მელ და მზის­გან და­ცულ ად­გილ­ზე უნდა მოხ­დეს.

კი­დევ ერთ რჩე­ვა „აკ­ვა­ლა­ი­ნის­გან“ მათ­თვის, ვი­საც ქლორ­ზე ალერ­გია აქვს ან უბ­რა­ლოდ, მისი სუნი არ უყ­ვარს. ქლო­რის ნაც­ვლად წყლის დე­ზინ­ფექ­ცია შე­იძ­ლე­ბა ე.წ. თხე­ვა­დი ჟანგბა­დით გა­კეთ­დეს. ამ დროს წყა­ლი სრუ­ლი­ად უსაფრ­თხოა და არ აქვს სპე­ცი­ფი­კუ­რი სუნი. თუმ­ცა ამ შემ­თხვე­ვა­ში თვე­ში ერთხელ წყლის ქლო­რით შო­კი­რე­ბა მა­ინც აუ­ცი­ლე­ბე­ლია.