აუზის ქიმიის გამოყენების წესები

  1. თავდაპირველად, ვზომავთ pH-ის დონეს, რისთვისაც ვიყენებთ ტესტერს. სასურველია, წყალი ამოვიღოთ 20-30 სმ სიღრმიდან და გავავსოთ ტესტერის ორივე განყოფილება ზოლამდე.
  • ქლორის დონის გასაზომად – ქლორის კოლბაში ვასხამთ/ვდებთ ქლორის წვეთებს/ტაბლეტს და შეფერილობის მიხედვით ვსაზღვრავთ ქლორის დონეს;
  • pH დონის გასაზომად – pH-ის კოლბაში ვასხამთ/ვდებთ pH-ის გასაზომი ხსნარის წვეთებს/ტაბლეტს და შეფერილობის მიხედვით ვსაზღვრავთ pH-ის დონეს;

✓pH-ის ნორმალური დონე უნდა იყოს 7.2-7.6-მდე.

✓ქლორის ნორმალური დონე – 0.6-1.0-მდე.

* წვეთებისა და ტაბლეტების რაოდენობა მითითებული იქნება ტესტერის გამოყენების ინსტრუქციაში.

თუ:

pH-ის დონე მაღალია, ვიყენებთ:

გერმანული ქიმია – CH/ pH (-) Minus გრანული

თურქული ქიმია – KL/ PH (-) Minus გრანული

pH-ის დონე დაბალია, ვიყენებთ:

გერმანული ქიმია – CH/ pH (+) Plus გრანული

გამოყენების დოზა:

pH-ის დონე უნდა ვაკონტროლოთ განსაკუთრებით მაშინ,

როცა:

  • აუზს ვავსებთ წყლით;
  • წვიმის წყალი ჩადის აუზში;
  • აუზში ჩადის ბევრი ადამიანი (10-20+).

ამ შემთხვევებში, აუცილებლად უნდა გაიტესტოს pH-ის დონე და დაბალანსდეს. თუმცა, სასურველია, წყლის pH-ის დონე კონტროლდებოდეს ყოველ კვირას.

გამოყენების დოზა:

  • თუ pH-ის დონე მაღალია, 150 გრამ pH (–) –ის ფხვნილს ვყრით 10 მ³ წყალში, რაც წყლის pH-ის დონეს შეამცირებს 0.2-ით.
  • თუ pH-ის დონე დაბალია, 100 გრამ pH (+)-ის ფხვნილს ვყრით 10 მ³  წყალში, რაც

წყლის pH-ის დონეს გაზრდის 0.2-ით.

  • აუზში წყლის ავსებისას და შემდგომ, ყოველ თვე, ვიყენებთ შოკ ქლორს, რათა მისმა მოქმედებამ წყალში მოკლას ყველა სახის მიკრობი და ბაქტერია.

შოკ ქლორი:

გერმანული ქიმია – CH/ ქლორის გრანული 56%

თურქული ქიმია – AQ/KL/ ქლორის გრანული 56%

გამოყენების დოზა: პროპორციით – 100 გრამი 10³ მოცულობის წყალზე. შოკ ქლორის გრანულებს წინასწარ ვაზავებთ ნელთბილ წყალში და შემდგომ ვასხამთ აუზში.

გაფრთხილება: წყლის ქლორით შოკური დამუშავების შემდეგ, 24 საათი მოვერიდოთ აუზით სარგებლობას.

  • კომერციული აუზებისთვის ვიყენებთ ქლორის 90%-იან გრანულს.

გერმანული ქიმია – CH/ ქლორი 90%

თურქული ქიმია – AQ/KL/ ქლორი 90%

გამოყენების დოზა: 100 გრამი – 10³ მოცულობის წყალზე.

4. შემდეგ გადავდივართ ალგეციდის გამოყენებაზე. ალგეციდი ხელს უშლის აუზის წყლის გამწვანებასა და ხავსის გაჩენას.

ალგეციდი:

გერმანული ქიმია – CH/ ალგეციდი Alba Super K

თურქული ქიმია – AQ/KL/ ალგეციდი ALG-20

გამოყენების დოზა: პროპორციით – 100 გრამი – 10³  მოცულობის წყალზე.

წვიმის, ან ტემპერატურის მატების შემთხვევაში ვზრდით ალგეციდის დოზას და გამოყენების სიხშირეს, შეიძლება მისი გაორმაგებაც. ალგეციდს (განზავების გარეშე) ვასხამთ აუზში 5-7 დღეში ერთხელ.

  • აუზში ყოველთვის უნდა იყოს ქლორის ტაბლეტები:

გერმანული ქიმია

  • CH/ ქლორის ტაბლეტები T200;
  • CH/ ქლორის ტაბლეტები T200 multi – ოთხ კომპონენტიანი შემადგენლობით. შეიცავს: ph სტაბილიზატორის, ალგეციდის, ფლუკოლანტისა და თავისთავად, ქლორის მინარევს.

თურქული ქიმია  -AQ/KL/ T200;

გამოყენების დოზა:  პროპორციით – 1 ტაბლეტი 20-25 ტონაზე. ქლორის ტაბლეტები აუზში მუდმივად უნდა გვქონდეს, რათა შენარჩუნებული იყოს ქლორის დონე.

სკიმერიან აუზში ტაბლეტები თავსდება სკიმერის ბადეში; გადადინების აუზში ტაბლეტები თავსდება ქლორის ტაბლეტის ჩასადებში, გადადინების ღარში ან საკომპენსაციო ავზში.

აუზის წყლისა და კედლების გაწმენდა:

  1. აუზის წყალში დაგროვილი მტვრისა და ჭუჭყის გასაწმენდად გამოიყენება ფლოკულანტი, აუზის ფილტრაცია ბოლომდე ვერ ამუშავებს ძალიან მცირე ზომის ნაწილაკებს, რომელიც შემდეგ გროვდება აუზში და წყალს აძლევს მღვრიე შეფერილობას, ფლოკულანტი კრავს ამ ნაწილაკებს, რაც შემდგომ მარტივად გადადის ფილტრში, რაც ფილტრაციაში არ გადადის, ილექება აუზის ფსკერზე, რაც შემდგომ მარტივი დასასუფთავებელია. (დასუფთავება შეიძლება წყლის მტვერსასრუტით, ან რობოტით).

ფლუკოლანტი:

გერმანული ქიმია – CH/ ფლოკულანტი Flockfix flussig (თხევადი)

გერმანული ქიმია – CH/ ფლოკულანტი Flockfix (8×125) (კარტრიჯები)

გამოყენების დოზა:

თხევადი ფლოკულანტი – პროპორციით – 100 გრამი – 10³ მოცულობის წყალზე. ისხმება აუზში წინასწარი განზავების გარეშე.

კარტრიჯები – პროპორციით – 1 კარტრიჯი 40-50³ მოცულობის წყალზე.

კარტრიჯების გამოყენება:

სკიმერიან აუზში: ვათავსებთ სკიმერის ბადეში.

გადადინების აუზში: შეიძლება მოვათავსოთ ქლორის ჩასადებში, გადადინების ღარში ან საკომპენსაციო ავზში.

  • აუზის კედლებისა და ფსკერის გაწმენდა:

გერმანული ქიმია:

CH/ საწმენდი საშუალება Randklar – რაც უზრუნველყოფს აუზში ცხიმოვანი ზოლისა და ნადების მოშორებას.

გამოყენების დოზა: ზავდება წყალში 1:1 პროპორციით. ვასველებთ ღრუბელს და ვწმენდთ აუზს.

CH/ საწმენდი საშუალება Keraclin F – აშორებს კიროვან და სხვა სახის ნადებს, ასევე მსუბუქ ცხიმოვან დაბინძურებას აუზის კედლებსა და ფსკერზე.გამოყენების დოზა: 1:1, 1:10 ან 1:50-ზე, გააჩნია დაბინძურების ხარისხს. ლაინერიან აუზზე უფრო მეტი სიფრთხილით უნდა მოვიხმაროთ, რათა არ დაზიანდეს ზედაპირი. კერაკლინს აუზის კედლებზე ვუსვამთ ჯაგრისით, ვაჩერებთ 5-10 წუთი და შემდგომ, ჩამოვრეცხავთ წყლის ჭავლით