„აუზების ტექნოლოგია მუდმივად ვითარდება, მოთხოვნა კი სტაბილურად მზარდია“ – „აკვალაინის“ დირექტორი ვახტანგ მესხი

თუ აუზში ნებივრობა თქვენი სტიქიაა, მაშინ იცოდეთ მისი სახლში გაკეთება და მოვლა დღეს დიდ გამოწვევას აღარ წარმოადგენს. ბაზრის ლიდერი კომპანიის „აკვალაინის“ დახმარებით, თქვენ შეძლებთ აუზი სახლის ეზოში ან ვერანდაზე გააკეთოთ და მისი მოვლა საკმაოდ მარტივად და ამავდროულად, ბიუჯეტურად შეძლოთ. აუზში სიამოვნებისთვის ძვირადღირებულ სასტუმროებსა და საცურაო აუზებზე სტუმრობა აღარ დაგჭირდებათ, რადგან შესაძლებლობა გექნებათ საკუთარ სახლშიც იმავე კომპანიამ მოგიწყოთ აუზი, რომელთანაც თანამშრომლობს „ლოპოტა სპა რეზორტი“, რედისონი“, „მარიოტი“, „ჰილტონი“ და სხვა საერთაშორისო ქსელის სასტუმროები.

დღეს აუზების გაკეთებაზე მოთხოვნა როგორც კერძო, ასევე კომერციული სექტორში სტაბილურად მზარდია. აუზების მოწყობის სპეციფიკასა და აუცილებლად გასათვალისწინებელ რჩევებზე დეტალურად კომპანია „აკვალაინის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ვახტანგ მესხი გვესაუბრება.

რას სთავაზობს „აკვალაინი“ მომხმარებლებს?

დღეს „აკვალაინის“ ძირითად ბიზნეს მიმართულებებს წარმოადგენს: საცურაო აუზებისა და სპა სივრცის პროექტირება/მშენებლობა, საყოფაცხოვრებო/საწარმოო დანიშნულების წყალმომზადების სისტემების მოწყობა, სრული ტექნიკური მომსახურება და სერვისი. ასევე, „აკვალაინი“ აუზებისა და სპა სივრცის მოსაპირკეთებელი მასალების, დანადგარების, აქსესუარების და წყლის მოვლის საშუალებების უმსხვილესი იმპორტიორია.

თავდაპირველად, საქმიანობა აუზების მშენებლობის მიმართულებით დავიწყეთ. გამოცდილება წლების წინ საბერძნეთში მივიღე. ამ მიმართულებამ ძალიან დამაინტერესა და მიზნად დავისახე საქართველოში მსგავსი კომპანიის დაარსება. 2006 წელს დავაფუძნე კომპანია „აკვალაინი“.სულ ხუთი თანამშრომელი მყავდა, ხოლო ახლა ორმოცდაათზე მეტი ვართ და ყველა ჩვენგანს საერთო ღირებულებები გვაკავშირებს. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია მუდმივი განვითარება, ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვა, უმაღლესი ხარისხის და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა. ნელ-ნელა შევქმენი გუნდი, რომელიც პროფესიონალი და სანდო ადამიანებისგან შედგება. დღეს ჩვენ წარმოვადგენთ აუზების და სპა სივრცის მოწყობის მიმართულებით ბაზრის მოწინავე კომპანიას, რომელიც აქტიურად მუშაობს როგორც მასშტაბურ კომერციულ, ისე მცირე ზომის კერძო აუზებზე. ჩვენთვის ნებისმიერი დაკვეთა თანაბრად მნიშვნელოვანია და ყველა მათგანს ერთნაირი პასუხისმგებლობით ვეკიდებით.

17 წლის განმავლობაში ჩვენს დარგში მსოფლიოს არაერთი წამყვანი მწარმოებლის ექსკლუზიური წარმომადგენლობის უფლება მოვიპოვეთ, რაც საშუალებას გვაძლევს, როგორც საქართველოს, ასევე მეზობელი ქვეყნების ბაზრის მოთხოვნილება სრულად დავაკმაყოფილოთ. 2000 კვ.მ-ზე განთავსებულ სასაწყობე სივრცეში არსებული მარაგები მუდმივად ახლდება. ჩვენთან წარმოდგენილი პროდუქტი შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და მათზე ვრცელდება ოფიციალური გარანტია. საგარანტიო მომსახურებას უზრუნველყოფს ჩვენი სერვისის დეპარტამენტი, რომელთა თანამშრომლების გადამზადება სისტემატურად ხდება ჩვენი უცხოელი პარტნიორების მიერ.

akk-1690808671.jpg

ბოლო პერიოდში საგრძნობლად გაიზარდა მოთხოვნა სპა სივრცის მოწყობაზე. ჩვენ მომხმარებლებს ვთავაზობთ როგორც მშრალ, ასევე ინფრაწითელ საუნებს, ორთქლის ოთახებს, ჰამამის, ჯაკუზის, მარილის და ყინულის ოთახის მოწყობას.

კომპანიის უმნიშვნელოვანეს მიმართულებას წარმოადგენს წყალმომზადების პროექტების განხორციელება. წყალი ჩვენთვის ინსპირაციის წყაროა და ამით არის განპირობებული ჩვენი განსაკუთრებული ყურადღება ამ მიმართულებისადმი. კამკამა წყალი არ ნიშნავს ჯანმრთელ წყალს. მისმა სიკამკამემ შეიძლება საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს. სწორედ ამიტომ მომხმარებლებს ვთავაზობთ სხვადასხვა ტიპის საფილტრაციო სისტემებს, რომლებიც მათ კონკრეტულ პრობლემის გადაწყვეტაზე იქნება ორიენტირებული. თითოეულ შემთხვევაში ვიკვლევთ რა არის პრობლემა და რა შედეგის მიღება გვსურს. მხოლოდ ამის შემდეგ ვთავაზობთ მომხმარებელს კონკრეტულ გადაწყვეტილებას.

ძალიან მრავალფეროვანია „აკვალაინის“ პორტფოლიო. ვინ არიან თქვენი მსხვილი პარტნიორები?

თითოეული შესრულებული პროექტი ჩვენთვის განსაკუთრებული და ღირებულია, რადგან ასახავს კომპანიის ზრდის სრულ ციკლს. პროექტის სირთულე და მასშტაბი ჩვენი გუნდისთვის ყოველთვის საინტერესო გამოწვევაა, რომელსაც სტანდარტების გათვალისწინებით და უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით ხორციელდება

როგორც აღვნიშნე, შესრულებული პროექტების პორტფოლიო ვრცელია, თუმცა გამოვყოფდი რამდენიმე მათგანს: აქსის თაუერს ველნესი, ლოპოტა სპა რეზორტი, შატო მერე, ყვარლის ტბა, მერიოტი, თეთრი იალქანი, ვილა მოსავალი, ჭრელი აბანო, სასტუმრო ლეტო, არტჰაუსი – ფიტ კლუბი, ფოთის მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი, გოუ გუდაური, სევსამორა სპა, სამკურნალო-სპორტული გამაჯანსაღებელი კომპლექსი ოლიმპი და სხვა.

ak1-1690808720.jpg

როგორც ხედავთ, ჩვენს მიერ შესრულებული პროექტების გეოგრაფია მთელ საქართველოს მოიცავს. აქვე მინდა დავამატო, რომ „აკვალაინი“ თბილისის გარდა უკვე წარმოდგენილია ბათუმსა და თელავში და ქსელის გაფართოება კიდევ იგეგმება.

მოგვიყევით იმ მსოფლიო ტენდენციების შესახებ, რომლებსაც საქართველოში „აკვალიანი“ ნერგავს…

დაარსებიდან დღემდე საქართველოს ბაზარზე მრავალი სიახლე დავნერგეთ, როგორც საფილტრაციო სისტემების, ასევე მოსაპირკეთებელი მასალებისა და აუზის მოვლის მიმართულებით. დიდი პოპულარობით სარგებლობს ავტომატური დოზაციის სისტემები, რომლებიც მაქსიმალური სიზუსტით, უწყვეტად აწვდიან წყალს საჭირო ქიმიკატებს, UV დეზინფეცია, იონიზატორი, ქლორინატორი, რომელიც ელექტროლიზის საშუალებით ტექნიკურ მარილს ნატრიუმის ჰიპოქლორიდად გარდაქმნის.

სიახლეა 3D PVC მემბრანები, რომლებიც მოზაიკის, ხის, ბეტონის იმიტაციას ქმნის. მის გამოყენებას რამდენიმე უპირატესობა აქვს, მათ შორის, ფინანსური ხელმისაწვდომობა და გამოყენების სიმარტივე. PVC მემბრანები ყინვაში არ ზიანდება და მარტივია მოსავლელად.

აქტუალურია ენერგოეფექტური პროდუქტები, მაგალითად თბური ტუმბო, რომელიც უზრუნველყოფს აუზის გათბობას ელ. ენერგიის 16-ჯერ ნაკლები დანახარჯით და აღსანიშნავია, რომ -15 გრადუსზეც მუშაობს, ტენის მომხსნელი რომელიც სტანდარტულ მოდელებთან შედარებით 2-ჯერ ენერგოეფექტურია და გამოიყენება როგორც საცურაო აუზებში, ასევე მარნებში, სპორტულ დარბაზებში და მუზეუმებში აუცილებელი ტენიანობის დონის უზრუნველსაყოფად. ორივე დანადგარის შემთხვევაში ენერგოეფექტურობას სრულად ინვენტორული ძრავა განაპირობებს.

.

ak2-1690808770.jpg

კიდევ ერთი სიახლე, რომელიც ქართულ ბაზარზე ხელმისაწვდომი გავხადეთ და დღეს ყველაზე მოთხოვნადია არის აუზის ავტომატური საწმენდი რობოტი, რომელიც 24 ვოლტზე მუშაობს და სრულიად უსაფრთხოა. მექანიკური წმენდის დროს ვერ ხერხდება აუზის ფსკერისა და კედლების სრულყოფილად დასუფთავება, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს ბაქტერიების და წყალმცენარეების გამრავლებას. ამასთანავე, მექანიკური წმენდა ფარულ დანახარჯებთან არის დაკავშირებული, ვინაიდან თითოეულ ჯერზე ქიმიკატებით დამუშავებული, შემთბარი წყლის გადაღვრა ხდება. ავტომატური საწმენდი რობოტის გამოყენება თავიდან აგარიდებთ აღნიშნულ პრობლემებს და ეფექტურ შედეგს მოგცემთ. წელს მსოფლიო ბაზარზე უსადენო საწმენდი რობოტები გამოჩნდა და აღნიშნული სიახლე უკვე ხელმისაწვდომია ჩვენი მომხმარებლებისთვის. მოწყობილობა ელემენტზე მუშაობს, გააჩნია რამდენიმე სამუშაო რეჟიმი, იმართება სმარტფონის საშუალებით და მისი დატენა მხოლოდ კვირაში ერთხელ არის საჭირო.

რა არის ის ძირითადი საკითხები, რომლებიც მომხმარებლებმა აუზის გაკეთების დროს უნდა გაითვალისწინონ?

პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ საკითხს სერიოზულად მიუდგეთ. აუზის გაკეთება კომპლექსური საკითხია და მოიცავს პროექტირებას, მშენებლობას, ელექტროსამონტაჟო და ჰიდრავლიკურ სამუშაოებს.

არავის ვურჩევ, აუზი პროექტის გარეშე გააკეთოს. კომპანია „აკვალაინმა“ პირველმა შესთავაზა მომხმარებლებს აუზის და სპა სივრცის ჰიდრო არქიტექტურული პროექტის დამზადება. პროექტირების ეტაპზე ხდება ყველა დეტალის განსაზღვრა და დაგეგმვა, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს დამკვეთის მოლოდინების და მიღებული შედეგის სრულ თანხვედრას.

მშენებლობისას დაშვებული შეცდომები ხშირად იწვევს გაუთვალისწინებელ ფინანსურ და დროის დანახარჯს. ამის თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია სამუშაოები წინასწარ შექმნილი პროექტით განხორციელდეს. ამიტომ აუცილებელია, არქიტექტორი და პროექტის მენეჯერი პროექტში საწყის ეტაპზე ჩაერთოს.

საზოგადოებაში ცნობიერება ამ მიმართულებით იზრდება, რაც საშუალებას გვაძლევს მაღალი დონის პროექტები განვახორციელოთ და და კიდევ უფრო მეტი კმაყოფილი მომხმარებელი გვყავდეს.