2023 წლის 05 ოქტომბერს თბილისში, სასტუმრო Sheraton Metekhi Palace-ში კომპანია“ აკვალაინმა“
წყალმომზადების სისტემების შესახებ რიგით მეორე საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა.
კონფერენციის მთავარი თემა გახლდათ: „წყალმომზადების სისტემები – EU სტანდარტები,
თანამედროვე ტექნოლოგიები და ენერგოეფექტურობა.
კონფერენცია ჩატარდა „GERMAN WATER PARTNERSHIP – დღე საქართველოში“-ს ფარგლებში.
კონფერენცია, რომელიც გახსნა საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა
ერნსტ პეტერ ფიშერმა, მიზნად ისახავდა მოწვეული სტუმრებისთვის საერთაშორისო
გამოცდილების გაზიარებას, წყალმომზადების სფეროში არსებული სიახლეების გაცნობას და
მათი სხვადასხვა სექტორში სწორად გამოყენების მნიშვნელობის გაცნობიერებას.
კონფერენციის ფარგლებში კომპანია „აკვალაინის“ ინიციატივით დაანონსდა საქართველოში
წყლის მომზადების და მართვის ასოციაციის დაფუძნება. აღნიშნული ასოციაციის შექმნის იდეა
პასუხობს დარგში მომუშავე კომპანიების მხრიდან გამოხატულ დიდ ინტერესს საერთაშორისო
გამოცდილების და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის მიმართ.
ღონისძიების ორგანიზატორი – კომპანია HERBORNER PUMPEN
ღონისძიების ორგანიზატორი და მასპინძელი – კომპანია „აკვალაინი“