დღეს კერძო სახლი თუ სასტუმრო აუზის გარეშე წარმოუდგენელია. 21-ე საუკუნეში ადამიანი სტრესული სიტუაციებისგან თავის დასაღწევად საცხოვრებელ თუ დასასვენებელ გარემოში მაქსიმალურად ცდილობს, შეიქმნას კომფორტი. ამის კარგი საშუალება კი საცურაო აუზია, რომელიც დღეს ვიზუალური და ფუნქციური მრავალფეროვნებით გამოირჩევა.
იმ შემთხვევაში, თუ გეგმავთ საცურაო აუზის მშენებლობას, აუცილებელია წინასწარ გაითვალისწინოთ რჩევები, რომელსაც კომპანია „აკვალაინის“ გუნდი გთავაზობთ. კომპანია 2006 წლიდან ოპერირებს ბაზარზე. ამ დროის განმავლობაში უამრავი პროექტი აქვს შესრულებული, როგორც კერძო, ისე კომერციულ სეგმენტში.
როგორც „აკვალაინის“ წარმომადგენელი განმარტავს, აუზის ძირითადი ტიპებიდან აღსანიშნავია საცურაო აუზი გადადინებით და სკიმერით. ორივე ტიპის აუზში ქვეტიპებიც გამოიყოფა. აუზის ტიპის განსაზღვრის დროს მომხმარებელმა უნდა გაითვალისწინოს: აუზის ზომა, დატვირთვის დონე, გამოყენების ინტენსივობა, ბიუჯეტი, მოვლის სპეციფიკა და სხვა საკითხები.
სკიმერული აუზი
ეს გახლავთ აუზის ყველაზე მარტივი და ბიუჯეტური ვერსია.
სკიმერი წყლის მიმღები მოწყობილობაა, რომელიც წყლის ფილტრაციის სისტემაშია ჩართული.
დღეს კერძო სახლი თუ სასტუმრო აუზის გარეშე წარმოუდგენელია. 21-ე საუკუნეში ადამიანი სტრესული სიტუაციებისგან თავის დასაღწევად საცხოვრებელ თუ დასასვენებელ გარემოში მაქსიმალურად ცდილობს, შეიქმნას კომფორტი. ამის კარგი საშუალება კი საცურაო აუზია, რომელიც დღეს ვიზუალური და ფუნქციური მრავალფეროვნებით გამოირჩევა.
იმ შემთხვევაში, თუ გეგმავთ საცურაო აუზის მშენებლობას, აუცილებელია წინასწარ გაითვალისწინოთ რჩევები, რომელსაც კომპანია „აკვალაინის“ გუნდი გთავაზობთ. კომპანია 2006 წლიდან ოპერირებს ბაზარზე. ამ დროის განმავლობაში უამრავი პროექტი აქვს შესრულებული, როგორც კერძო, ისე კომერციულ სეგმენტში.
როგორც „აკვალაინის“ წარმომადგენელი განმარტავს, აუზის ძირითადი ტიპებიდან აღსანიშნავია საცურაო აუზი გადადინებით და სკიმერით. ორივე ტიპის აუზში ქვეტიპებიც გამოიყოფა. აუზის ტიპის განსაზღვრის დროს მომხმარებელმა უნდა გაითვალისწინოს: აუზის ზომა, დატვირთვის დონე, გამოყენების ინტენსივობა, ბიუჯეტი, მოვლის სპეციფიკა და სხვა საკითხები.
სკიმერულ აუზში წყლის და ბორტის ნიშნულები ერთმანეთისგან რამდენიმე სმ-ით არის დაშორებული. სტანდარტულ შემთხვევაში ეს სხვაობა 10-12 სმ-ია. თუმცა არსებობს ე.წ. mirror სკიმერი, რომლის გამოყენების შემთხვევაშიც წყლის დონე ფაქტობრივად ბორტის დონეს უსწორდება.
წყლის გასუფთავება შემდეგნაირად ხდება: სკიმერში გადადის დაბინძურებული წყალი, იფილტრება და შემდეგ ჯეტების საშუალებით უკან აუზში ბრუნდება.
აუზი გადადინებით
აუზი გადადინებით ეწოდება აუზს, რომელშიც წყლის და ბორტის ნიშნულები ერთ დონეზეა. აუზის გარშემო განთავსებულია არხი, რომლებსაც გადადინების ღარი ეწოდება და მასში წყალი მუდმივად გადაედინება. ამ ტიპის აუზისთვის გადადინების ღარის მონტაჟთან ერთად საჭიროა დამხმარე რეზერვუარის მოწყობა ტექნიკურ სივრცეში.
წყალი საფილტრაციო სისტემაში სწორედ გადადინების ღარის საშუალებით ხდება.
ასეთი ტიპის აუზის გაკეთებას სკიმერულთან შედარებით მეტი თანხა სჭირდება, თუმცა აუზის ვიზუალი და ფილტრაციის ხარისხი ამ დანახარჯის გაწევად ღირს.
საერთაშორისო სტანდარტებით კომერციული და სპორტული დანიშნულების აუზები გადადინების ტიპის უნდა იყოს.
აუზი ინფინიტი გადადინებით
ინფინიტი გადადინებით აუზის ერთ-ერთი ქვეტიპია, ერთ ან ორ მხარეს ვარდნით. მასაც სჭირდება დამხმარე რეზერვუარის მოწყობა. როგორც წესი, ინფინიტი აუზები კეთდება ისეთ ადგილებში, სადაც აუზის მიმდებარედ ბუნების ლამაზი ხედია.
მოპირკეთება
მოპირკეთების 3 ძირითადი ტიპი არსებობს: ფილა, მოზაიკა და PVC მემბრანა. არსებული ვერსიებიდან ყველაზე ბიუჯეტური PVC მემბრანაა. ის სხვადასხვა მასალის, მათ შორის, მოზაიკის, ხის, ბეტონის იმიტაციას ქმნის. ბოლო პერიოდში კი განსაკუთრებით აქტუალური გახდა 3D დიზაინი. PVC მემბრანები მთლიან აუზზე ერთიანად ეკვრება, ის ყინვაში არ ზიანდება. ასევე, მარტივია მოსავლელად.
რაც შეეხება ფილას და მოზაიკას, ის კლასიკაა და არასდროს კარგავს აქტუალობას. მოზაიკა მოპირკეთების ძვირადღირებული ვერსიაა და მისი მოვლაც საკმაოდ სპეციფიკურია.
ბოლო პერიოდში აქტუალური გახდა შერეული პიგმენტის მქონე მოზაიკა და ფილა, რომელთა გამოყენება როგორც აუზში, ასევე მის გარშემო ტერიტორიაზეა შესაძლებელი.
მოზაიკით ან ფილით მოპირკეთების შემთხვევაში მნიშვნელოვანია აუზის ჯამი უნაკლოდ იყოს შესრულებული.
აუზის სიღრმე
აუზის სიღრმე მომხმარებელმა უნდა გადაწყვიტოს მისი სურვილებისა და მოთხოვნების შესაბამისად. თუმცა, ზოგადად, სტანდარტული სიღრმეა 150 სმ. საერთაშორისო სტანდარტებიდან გამომდინარე სასურველია აუზში წყალი გულისფიცრამდე ფარავდეს ადამიანს. უფრო ღრმა გარკვეულ ეტაპზე დისკომფორტის შემქმნელია.
დამკვეთის სურვილიდან გამომდინარე შესაძლებელია აუზი გაკეთდეს დახრით, ან მასში მოეწყოს „საჭყუმპალაო“.
განათება
თანამედროვე აუზებში LED განათება გამოიყენება, რომელიც არის უსაფრთხო და ენერგოეფექტური. LED განათება შესაძლებელია იყოს თეთრი ან რამდენიმე ფერის. ამ შემთხვევაში მომხმარებელს მართვის პულტის საშუალებით მარტივად შეუძლია სურვილის მიხედვით ცვალოს ისინი. საცურაო აუზში სანათების რაოდენობა დამოკიდებულია მის ზომაზე.
დამხმარე ატრაქციონები
აუზის გაკეთება შესაძლებელია გეიზერით, რომელიც საჰაერო ბუშტუკების საშუალებით სამასაჟე ეფექტს ქმნის. ასევე, არსებობს სამასაჟე ჯეტები, ჩანჩქერი, უკუდინება და სხვა. „აკვალაინში“ დამხმარე ატრაქციონების დიდი არჩევანია, რაც მომხმარებლის სურვილების სრულად განხორციელების შესაძლებლობას იძლევა. არჩევის დროს კი მომხმარებლის კონკრეტული მოთხოვნების გათვალისწინება ხდება.
აქსესუარები
აუზის ძირითადი აქსესუარია კიბე, რომელიც შეიძლება გაკეთდეს უჟანგავი ფოლადის ან რომაული სტილის. რომაული სტილის კიბის შესრულება გამოირჩევა მრავალფეროვანი დიზაინით და მისი შემადგენელი ნაწილი შეიძლება იყოს ჩამოსაჯდომი, შეზლონგებისთვის განკუთვნილი სივრცე და სხვა.
მას შემდეგ, რაც აუზის თქვენთვის სასურველ ტიპსა და სხვა მახასიათებლებს შეარჩევთ, მნიშვნელოვანია, რომ თითოეული დეტალი არქიტექტორთან გაიაროთ, წინასწარ მომზადდეს პროექტი და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყოს პროფესიონალების გუნდმა მუშაობა. „აკვალაინში“ შეკვეთის შემთხვევაში აუზის ჩაბარების ვადა 3 კვირიდან იწყება.