უსაფრთხოების ინსტრუქციები
უსაფრთხოების ზოგადი მითითებები
არ გამოიყენოთ ფეთქებად ზონაში.
არ გამოიყენოთ აალებად ქიმიკატებთან ერთად.
გამოიყენეთ მხოლოდ სათანადო ინსტალაციის შემდეგ.
გამოიყენეთ ეტიკეტზე დაბეჭდილი მონაცემების და სპეციფიკაციების შესაბამისად.
დაიცავით მზის სხივების და წყლის ზემოქმედებისგან. მოარიდეთ წყლის შხეფებს.
ავარიულ სიტუაციებში დაუყოვნებლივ გამორთეთ მიქსერი. გათიშეთ დენის კაბელი დენის წყაროდან.
დანადგარის აგრესიულ ქიმიკატებთან გამოყენებისას დაიხცავით აგრესიული ქიმიკატების ტრანსპორტირებისა და შენახვის წესები.
ინსტალაციისას ყოველთვის დაიცავით ადგილობრივი რეგულაციები.
მწარმოებელი არ იღებს პასუხისმგებლობას დანადგარის არადანიშნულებისამებრ ან არასწორად გამოყენების შემთხვევებზე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ტრავმები, ზიანი მიაყენოს ადამიანებს ან მათ ქონებას.
გამოყენებამდე:
შეამოწმეთ ქსელის ძაბვა შეესაბამება თუ არ აეტიკეტზე მითითებულ მონაცემებს.
ყოველთვის წაიკითხეთ ქიმიკატების უსაფრთხოების მონაცემების ფურცელი. (MSDS)
ყოველთვის ჩაიცვით დამცავი ტანსაცმელი.
არ ჩართოთ მიქსერი თუ ის არასწორად არის დაინსტალირებული.
ინსტალაციის ინსტრუქციების შეუსრულებლობამ შეიძლება გამოიწვიოს ოპერაციული შეცდომები დანადგარის მუშაობაში.
ნებისმიერ შემთხვევაში, საზომი წყლის მილში უნდა დამონტაჟდეს ბოჭკოვანი ფილტრი, რათა არ მოხდეს საზომი უჯრედის ჭუჭყით დაბინძურება.
საზომ უჯრედში წნევა არ უნდა აღემატებოდეს 1 ბარს.
არასოდეს გაატაროთ დოზირების მილები გათბობის მილებთან ახლოს და არ გაუკეთოთ მკვეთრი კუთხეები.
ფრთხილად მოხსენით კორპუსის საფარი, წინააღმდეგ შემთხვევაში დედაპლატთან დამაკავშირებელი კაბელი შეიძლება გაწყდეს.
დაარეგულირეთ ნაკადის სიჩქარე საზომ უჯრედში.
ზონდების ამოღებამდე, გამორთეთ დოზატორი.
ინსტალაციის დროს ყურადღება მიაქციეთ ორივე მამჭიდროვებელ რგოლს.
დანიშნულება და უსაფრთხოება:
დოზაციის ტუმბო განკუთვნილია ქიმიკატების დოზირებისთვის და სასმელი წყლის დამუშავებისთვის.
არ გამოიყენოთ ფეთქებადსაშიშ ზონაში.
არ გამოიყენოთ ადვილად აალებად ქიმიკატებთან.
არ გამოიყენოთ რადიაქტიულ ქიმიკატებთან.
გამოიყენეთ მხოლოდ სათანადო ინსტალაციის შემდეგ.
გამოიყენეთ ტუმბოს ეტიკეტზე მითითებული მონაცემებისა და სპეციფიკაციების შესაბამისად.
არ გადააკეთოთ და არ გამოიყენოთ იმ მეთოდით, რომელიც არ შეესაბამება გამოყენების ინსტრუქციას.
დაამონტაჟეთ მზისგან და წყლისგან დაცულ ადგილას. დაიცავით წყლის შხეფების მოხვედრისგან.
ავარიულ სიტუაციებში ტუმბო დაუყოვნებლივ უნდა გამორთოთ. გამორთეთ დენის კაბელი დენის წყაროდან.
აგრესიულ ქიმიკატებთან გამოყენებისას დაიცავით აგრესიული სითხეების ტრანსპორტირებისა და შენახვის წესები.
ინსტალაციისას ყოველთვის დაიცავით სახელმწფო რეგულაციები.
მწარმოებელი არ არის პასუხისმგებელი ამ პროდუქტის არასანქცირებულ ან არასათანადო გამოყენებაზე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის ან ქონების დაზიანება.
ტუმბო ყოველთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი როგორც ექსპლუატაციისთვის, ისე რემონტისთვის. წვდომა არანაირად არ უნდა იყოს გაძნელებული.
არ ამუშაოთ ტუმბო თუ შეწოვა ან გადინება არის ბლოკირებული. თქვენ უნდა მიიღოთ ყველა საჭირო ზომა ამ მდგომარეობის თავიდანან ასაცილებლად.
დენის მიწოდება ავტომატურად უნდა დაიბლოკოს დამცავი მოწყობილობით, როდესაც ნაკადი შეწყვეტილი ან ბლოკირებულია.
უნდა იქნას მიღებული შესაბამისი ზომები ქიმიური ნივთიერებების ჯვარედინი შერევის თავიდან ასაცილებლად.
ქიმიკატების მიწოდება უნდა შეწყდეს უკურეცხვის ციკლის და ნაკადის არარსებობის დროს, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს ქიმიკატების ზედოზირება, რის შედეგადაც მომატებული კონცენტრაციის ქიმიკატები და საშიში გაზები შეიძლება მოხვდეს საცურაო აუზში ან სპა ზონაში.
ტუმბოს და აქსესუარების მომსახურება და შეკეთება უნდა მოხდეს მხოლოდ კვალიფიციური და უფლებამოსილი პირის მიერ.
ნებისმიერი ოპერაციის წინ:
- ყოველთვის წაიკითხეთ მასალების უსაფრთხოების მონაცემთა ცხრილი (MSDS);
- ყოველთვის ჩაიცვით დამცავი ტანსაცმელი;
- ტუმბოს მომსახურებამდე ყოველთვის დაცალეთ დამწნეხი განყოფილება.
- დააცარიელეთ და გამორეცხეთ ნაკადის მაგისტრალი ტუმბოსთან მუშაობის დაწყებამდე, რომელიც გამოიყენებოდა საშიშ ან უცნობ ქიმიკატები სამუშაოდ.
ეს მოწყობილობა საჭიროებს რეგულარულ მოვლას, რათა უზრუნველყოს სასმელი წყლის მოთხოვნების დაკმაყოფილება და მწარმოებლის მიერ დაანონსებული გაუმჯობესებების მხარდაჭერა.
თბური ტუმბოს მონტაჟი უნდა განხორციელდეს პროფესიონალთა გუნდის მიერ. არ დაამონტაჟოთ თბური ტუმბო თქვენ თითონ. ეს სახიფათოა თქვენი სიცოცხლისთვის და შეიძლება გამოიწვიოს ტუმბოს დაზიანება.
- დაუკავშირდით შესაბამის ენერგიის წყაროს, ძაბვა უნდა შეესაბამებოდეს დანადგარის ნომინალურ ძაბვას.
- უზრუნველყოფილი უნდა იყოს ხარისხიანი დამიწება.
- ელექტრო გაყვანილობს დაერთება უნდა მოხდეს პროფესიონალი ტექნიკოსის მიერ დაერთების სქემის შესაბამისად.
- დაამონტაჟეთ გაჟონვისგან დამცავი მოწყობილობა ადგილობრივი ნორმების და წესების შესაბამისად. (გაჟონვის დასაშვები დენის რაოდენობა ≤ 30მა )
- აუცილებელია ელექტრული სადენის და სასიგნალო სადენის სწორად განთავსება, რათა ისისნი ერთმანეთს არ უშლიდნენ ხელს.
დანადგარი ჩართეთ სადენების დაერთების და წინასწარი შემოწმების შემდეგ.
სიფრთხილის ზომები
ყურადღება:
დააყენეთ წყლის შესაბამისი ოპტიმალური ტემპერატურა გადახურების ან გაცივების თავიდან ასაცილებლად;
არ დატოვოთ საგნები, რომელიც ხელს უშლის ჰაერის ნაკადს ჰაერის მიმღები და გამომსვლელი ზონების სიახლოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ტუმბოს მუშაობის ეფექტურობა შემცირდება ან საერთოდ გაჩერდება;
არ შეეხოთ ხელით გამომსვლელ მილს და არ მოხსნათ ვენტილატორის დამცავი;
მუშაობის ნორმალური რეჟიმის დარღვევის დროს, როგორიცაა ხმაური, სუნი, კვამლი და დენის გაჟონვა, თქვენ დაუყოვნებლივ უნდა გამორთოთ მოწყობილობა და დაუკავშირდით ადგილობრივ დილერს. ნუ ეცდებით მოწყობილობის შეკეთებას საკუთარი ძალებით.
ხანძრის თავიდან ასაცილებლად, დანადგარის სიახლოვეს არ გამოიყენოთ ან შეინახოთ აალებადი ნივთიერებები, როგორიცაა გამხსნელი, საღებავი ან საწვავი;
უსაფრთხოება
- შეინახეთ ძირითადი კვების წყარო ბავშვებისგან შორს;
- თუ მოწყობილობის მუშაობისას გამოირთო ელექტროენერგია, შემდეგ კი ჩაირთო, ტუმბო ავტომატურად დაიწყებს მუშაობას. ამიტომ, გამორთეთ დენი, როდესაც
ელექტროენერგიის გაითიშება და ხელახლა დააყენეთ ტემპერატურა,
როდესაც ელექტროენერგია აღდგება;
- ჭექა-ქუხილის და შტორმის დროს მოწყობილობის დაზიანების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია ელექტრომომარაგების გათიშვა.
- თუ მოწყობილობა დიდი ხნის განმავლობაში არ გამოიყენება, გამორთეთ
ელექტროენერგიის მიწოდება და დაცალეთ სისტემა
- ამ მოწყობილობის გამოყენება შეუძლიათ 8 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებს და ასევე შეზღუდული ფიზიკური, სენსორული ან გონებრივი შესაძლებლობების მქონე პირებს, ისევე როგორც მათ, ვისაც არ აქვს საკმარისი ცოდნა და გამოცდილება,თუ მათ მიიღეს საჭირო ინსტრუქცია ან გაიარეს სათანადო ტრენინგი ამ მოწყობილობის უსაფრთხო მუშაობის შესახებ და გააცნობიეროს ამასთან დაკავშირებული რისკები.
- ბავშვებს არ უნდა მივცეთ ამ მოწყობილობით თამაშის უფლება.
მართვის ბლოკის დაკავშირება შესაძლებელია მხოლოდ ერთ ტუმბოსთან და ერთ წყალქვეშა ნათურასთან (მხოლოდ Superior SUC-TLT სერიის). დაკავშირებული ტუმბოს მიმდინარე დატვირთვა არ უნდა აღემატებოდეს 8 A. (მხოლოდ Superior SUC-TLT სერია).
- არ დააინსტალიროთ მართვის პანელი მზის პირდაპირი სხივების ზემოქმედების ქვეშ.
- სამართავი პანელი უნდა იყოს დამონტაჟებული ქიმიკატების შესანახი ადგილიდან მოშორებით, განსაკუთრებით მჟავისგან, რადგან მჟავას შეუძლია დააზიანოს ელექტროობა მოწყობილობის შიგნით.
- ის უნდა იყოს დაცული სითბოს წყაროებისგან და ნებისმიერი მოწყობილობისგან, რომელიც გამოიმუშავებს სითბოს.
- შეაერთეთ დენის წყარო შესაფერის წრედში.
- მართვის პანელის დაყენებამდე დარწმუნდით, რომ დენის კაბელი და უჯრედის კაბელი დაერთებულია მართვის პანელზე.
- ორთქლის გენერატორის მუშაობისას ონკანები,
მილები და ორთქლის საქშენები ძალიან ცხელდება.
არ შეეხოთ მათ შიშველი ხელებით.
- საქშენებიდან გამომავალი ორთქლი ძალიან ცხელია, რაც
წარმოადგენს დამწვრობის საშიშროებას.
- ორთქლის საქშენების ან ორთქლის მილების გაბიდვნის შემთხვევაში ორთქლი გამოდის უსაფრთხოების სარქველიდან. არ დახუფოთ უსაფრთხოების სარქველი.
- არ შეიტანოთ ორთქლის ოთახში ელექტრო ტექნიკა.
- გამოყენების შემდეგ ორთქლის ოთახი საკმარისად უნდა გაშრეს.
თუ მოწყობილობა არ არის აღჭურვილი ავტომატური სადრენაჟე
სარქველით, მისი გამოყენების დასრულების შემდეგ აუცილებელია
დაცალოთ წყლის ავზი ხელით.
გახსენით გადინების სარქველი, დაელოდეთ წყლის გადინებას და
დახურეთ სარქველი. ეს დაგეხმერებათ თავიდან აიცილოთ კირის და სხვა დამაბინძურებლების ნადების გაჩენა მოწყობილობის კედლებზე.
სიფრთხილე გამოიჩინეთ ცხელ ორთქლის გენერატორთან მუშაობის დროს .
ტექნიკური სამუშაოები უნდა შესრულდეს კვალიფიციური პერსონალის მიერ.
დარწმუნდით, რომ ჩამდინარე წყალი, რომლის ტემპერატურა 70 °C-ს აღწევს, არ მოხვდეს ორთქლის ოთახში.
ორთქლის გენერატორის მიერთება ელექტრომომარაგების ქსელთან უნდა განხორციელდეს მხოლოდ პროფესიონალი ელექტრიკოსის მიერ, რომელსაც გააჩნია შესაბამისი კვალიფიკაცია
ყურადღება მიაქციეთ, რომ ორთქლმა არ დაწვას მომხმარებლები. საქშენები უნდა განთავსდეს უსაფრთხო, მიუწვდომელ ადგილას.
- გამოიყენეთ მხოლოდ ორიგინალური კვების ბლოკი, რომელიც შედის რობოტის კომპლექტაციაში.
- დარწმუნდით, რომ დენის როზეტი აღჭურვილია დამიწებით (GFI) ან გაჟონვისგან დაცვით (ELI)
- იქონიეთ კვების ბლოკი წყლისგან მოშორებით.
- განათავსეთ კვების ბლოკი აუზის კიდიდან მინიმუმ 3,5 მ მანძილზე
- არ შეხვიდეთ აუზში, სანამ აუზის გამწმენდი რობოტი მუშაობს.
- ტექნიკური სამუშაოების შესრულებამდე გამორთეთ რობოტი ქსელიდან.
შეინახეთ აუზის საწმენდი რობოტი ბავშვებისა და შეზღუდული ფიზიკური, სენსორული და გონებრივი შესაძლებლობების მქონე პირებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
კორპუსის საფარის გახსნამდე გამოიღეთ ელ ჩანგალი როზეტიდან!
მოწყობილობის ელექტრომომარაგება უნდა ხდებოდეს გაჟონვის რელეს(RCD) გამოყენებით მაქს. 30 mA. ნომინალური გაჟონვის დენით.
ელექტრული როზეტი უნდა იყოს ჩართული ცალკე ენერგიის სქემაში. ის არ უნდა იყოს დაკავშირებული ერთ წრედში სხვა დანადგარებთან.
ინფრაწითელი გამათბობელი დამზადებულია უსაფრთხოების მოქმედი წესებისა და რეგულაციების შესაბამისად. თუმცა, მისი გამოყენებისას შეიძლება წარმოიშვას გარკვეული პრობლემები. ამიტომ, გთხოვთ, გაითვალისწინოთ შემდეგი უსაფრთხოების ინფორმაცია.
ინფრაწითელი გამათბობელი გამოიყენება ადამიანების სხეულის ან ინფრაწითელი კაბინის გასათბობად.
ინფრაწითელი გამათბობელი შეიძლება გამოყენებულ იქნას მხოლოდ მართვის ბლოკთან ერთად, რომელიც აღჭურვილია გათბობის დროის ავტომატური შემზღუდველით.
ნებისმიერი გამოყენება რომელსაც არ ითვალისწინებს ინსტრუქცია ითვლება არასწორ გამოყენებად. არასწორმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს პროდუქტის დაზიანება, სერიოზული ტრავმა ან სიკვდილი.
უსაფრთხოების ინფორმაცია
- დამჭერი კონტაქტები შეიძლება დამონტაჟდეს მხოლოდ კვალიფიციური ელექტრიკოსის მიერ.
- ელ. ჩანგლები შეიძლება დამონტაჟდეს მომხმარებლის მიერ.
- ინფრაწითელი გამათბობლის დაყენება და შეერთების სამუშაოები შეიძლება შესრულდეს მხოლოდ გამორთული დენით.
- ასევე დაიცავით ინსტალაციის წესები.
დარწმუნდით, რომ ინფრაწითელი გამათბობელი არ ექვემდებარება რაიმე მექანიკურ ზემოქმედებას, რადგან ეს გამოიწვევს დაზიანებას.
არ შეიძლება გამათბობლის გამოყენება გატეხილი მინით ან სანათი ელემენტით.
შუშა ან სანათი ელემენტი უნდა შეიცვალოს
- ინფრაწითელი გამათბობლის განთავსებისა და დაყენებისას აუცილებელია მინიმალური უსაფრთხოების დისტანციების დაცვა
- გამათბობელი არ უნდა იყოს დამონტაჟებული ორთქლის ოთახში.
- სანამ ჩართავთ, დარწმუნდით, რომ ინფრაწითელ გამათბობელზე ან მის წინ არ არის განთავსებული აალებადი საგნები.
- არასოდეს შეეხოთ ინფრაწითელი გამათბობლის მინას, სანამ ის მუშაობს.
ინფრაწითელი გამათბობლის მინა ძალიან ცხელდება.
- მოწყობილობა არ უნდა გამოიყენონ 8 წლამდე ასაკის ბავშვებმა.
ამ სისტემის ინსტალაცია უნდა შესრულდეს სერტიფიცირებული ელექტრიკოსის მიერ,
ყველა ეროვნულ ელექტრო ნორმების და ადგილობრივ სამშენებლო ნორმების დაცვით.
კვების ბლოკი უნდა დამონტაჟდეს ტენიანობის, წვიმისა და ცუდი ამინდისგან სრულიად დაცულ ადგილას.
დაიცავით უსაფრთხო მანძილი LED ნათებასა და საუნის გამათბობელს შორის.
მოერიდეთ განათების მოწყობილობების დაყენებას გამათბობლის პირდაპირ ზემოთ ან მისი გვერდიდან 50სმ მანძილზე.
ყურადღებით გაითვალისწინეთ LED განათების განლაგება ისე, რომ ისინი პირდაპირ არ ანათებდნენ თვალებში. რეკომენდებულია გაბნეული ან არაპირდაპირი განათების გამოყენება.
ინსტალაციის დაწყებამდე ყოველთვის გამორთეთ სისტემა ამომრთველიდან
სერტიფიცირებულმა ელექტრიკოსმა უნდა განსაზღვროს შესაბამისი ელექტრული განყოფილების ტიპი, ყუთის კონფიგურაცია და საჭირო გაყვანილობა, უზრუნველყოს თავსებადობა და უსაფრთხოება.
არასწორი ძაბვის გამოყენებამ ან არასწორი ელექტრული სამუშაოების შესრულებამშეიძლება დააზიანოს სისტემის კომპონენტები.
უსაფრთხოების ზომები საუნაში ღუმელების დაყენებისას
როგორც ელექტრო, ისე შეშის საუნის ღუმელები მოითხოვს ხანძარსაწინააღმდეგო წესების დაცვას, როგორც მათი მონტაჟის, ასევე ექსპლუატაციის დროს.
ელექტრო ღუმელები. საუნაში ელექტრო გაყვანილობის და საუნის ღუმელის მონტაჟი იუნდა განახორციელოს სპეციალისტმა. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება იყოს საუნაში გარანტირებული უსაფრთხოება. გარანტირებული იყოს საუნაში უსაფრთხოება. ნებისმიერ შემთხვევაში, ელექტრო ღუმელების და ბუხრების გამოყენებისას უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი: მოწყობილობები, რომელთა სიმძლავრე აღემატება 15 კვტ-ს, უნდა იყოს დაკავშირებული სამფაზიან ქსელთან, ხოლო ნაკლებად მძლავრი დაკავშირებულია ერთფაზიან ქსელთან (ასევე ორფაზიან ან სამფაზიან ქსელთან, მაგრამ ერთფაზიანი კავშირის სქემის მიხედვით).
სასურველია, რომ საუნაში ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მუშაობდეს ჩამრთველების ორი წრედი. თუ საუნის ღუმელის დამონტაჟებისას გამოიყენება ღია ტიპის ნიქრომული ელექტრო გამათბობლები, ისინი თავსდება სპეციალურ ცეცხლგამძლე კერამიკულ ბაზაზე დამზადებულ ღარებში. არ უნდა დავუშვათ ტენებზე წყლის მოხვედრა. ღუმელის კორპუსი უნდა იყოს სითბომედეგი ლითონის ან კერამიკისგან.
და ბოლოს, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია: ელექტრო ღუმელის საყოფაცხოვრებო ქსელთან შეერთებისას, თქვენ უნდა გამოთვალოთ, ქსელის სიმძლავრე თუ შეესაბამება ღუმელის სიმძლავრეს. ეს ასევე ეხება ელექტრული გაყვანილობისა და ავტომატური ამომრთველების სიმძლავრეს.
თანამედროვე საუნებში ელექტრო გამათბობლები, როგორც წესი, მოთავსებულია კედელთან (მაგრამ არის სხვა ვარიანტები), რომლებიც დაცულია სამი მხრიდან ხის ცხაურებით. ეს არა მხოლოდ აუმჯობესებს საუნის ინტერიერის დიზაინს, არამედ ხელს უწყობს შესაძლო დამწვრობის თავიდან აცილებას.
პაკეტის გახსნის შემდეგ შეამოწმეთ აქსესუარების სისრულე და დარწმუნდით, რომ ტრანსპორტირებისას ისინი არ გატყდა.
პროდუქტის ელექტრული წრედის დამონტაჟებისთვის საჭიროა პროფესიონალი ელექტრიკოსი.
კვების წყარო უნდა იყოს დამიწებული
კვების წყარო, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ და ვამონტაჟებთ, უნდა შეესაბამებოდეს ელექტრული ტექნიკის პარამეტრებს.უნდა დამონტაჟდს გაჟონვის დამცავი გადამრთველი, ჭარბი დენისგან დაცვა და გადატვირთვისაგან დამცავი. დამცავი მოწყობილობების პარამეტრების დაყენება, ნომინალური ძაბვა 220 V-240 V-50 Hz.
არ შეცვალოთ ელექტრული წრედი ან სადენის სიგრძე. აკრძალულია მავთულის ნებისმიერი ნაწილის მოჭრა. მოერიდეთ ელექტრო მოწყობილობის გაუმართაობას ან ელექტრო შოკს.
გამოყენებამდე გთხოვთ შეამოწმოთ დენის გადამრთველი და შეამოწმეთ ცხელი და ცივი წყლის ონკანი ღიაა თუ არა.
ჩვენ გირჩევთ, შეამოწმოთ თქვენი ელექტრო მოწყობილობების უსაფრთხოება. მოერიდეთ დენის გაჟონვას ან სხვა უბედურ შემთხვევებს.
საშხაპე ოთახში არ შეიძლება დამონტაჟდეს სხვა დანადგარი რომელსაც შეუძლია ორთქლის ან სხვა დამატენიანებელი გაზის გამომუშავება.
დამიწების კავშირი უნდა დამონტაჟდეს ფიქსირებულ სადენზე.
ელექტრული გაყვანილობის შეფუთვა უნდა შეესაბამებოდეს ეროვნულ რეგულაციებს. დარწმუნდით, რომ სადენი სწორად არის დაერთებული.
ეს ინსტრუქცია შეიცავს ზოგად ინფორმაციას უსაფრთხოების ზომების შესახებ აუზის ტუმბოების ინსტალაციის და გამოყენებისას.
ტუმბოს მოდელის ფუნქცია უნდა იყოს მითითებული კონკრეტულ სახელმძღვანელოში. კომპონენტები, როგორიცაა ფილტრაციის სისტემა, ტუმბოები და გამათბობელი უნდა იყოს განლაგებული ისე, რომ თავიდან ავიცილოთ პატარა ბავშვების მიერ მათზე წვდომა.
ეს მოწყობილობა უნდა დამონტაჟდეს კვალიფიციური ელექტრიკოსის მიერ ადგილობრივი ელექტრო-ტექნიკური კოდექსისა და ყველა მოქმედი ადგილობრივი ნორმებისა და დადგენილებების შესაბამისად. სახიფათო ძაბვამ შეიძლება გამოიწვიოს დენის დარტყმა, დამწვრობა, სიკვდილი ან სერიოზული ქონების დაზიანება. არ გამოიყენოთ დამაგრძელებელი კაბელი მოწყობილობის დასაკავშირებლად, რათა შევამციროთ დენის დარტყმის რისკი.
- ტუმბო მუდმივად უნდა იყოს დაკავშირებული ცალკე ამომრთველთან.
- ტუმბო უნდა იყოს დაკავშირებული გაჟონვის რელესთან (RCD) ნომინალური ნარჩენი მოქმედი დენით არაუმეტეს 30 mA-ზე.
- დენის წყაროში ჩართვამდე აუცილებელია ელექტრო დამიწის დაერთება. ელექტრული მოწყობილობის დამიწების გარეშე ჩართვამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული ან ფატალური ელექტროშოკი.
- დაერთება: გამოიყენეთ მყარი სპილენძის სადენი.
- არასოდეს გახსნათ ძრავის კორპუსი. ტუმბოს შიგნით კარის ონდენსატორი, რომელიც ინარჩუნებს ძაბვის მუხტს მაშინაც კი, როდესაც მოწყობილობას არ მიეწოდება ენერგია. მიწოდებული ძაბვა უნდა შეესაბამებოდეს ტუმბოს სამუშაო ძაბვას.
- ტუმბოს შეუძლია უზრუნველყოს მაღალი დინების სიჩქარე; სიფრთხილე გამოიჩინეთ ინსტალაციისა და პროგრამირებისას, რათა შეზღუდოთ მხოლოდ ტუმბოს წარმადობა.
- გათიშეთ ტუმბოს ელექტროენერგიის მიწოდება ტუმბოს მომსახურების დაწყებამდე.
- არასოდეს შეცვალოთ ფილტრის სარქველის პოზიცია ტუმბოს მუშაობის დროს.
დენის კლემების დაკავშირებამდე გამორთეთ სიხშირული გადამყვანისთვის მიწოდებული დენის ყველა წყარო და დაელოდეთ მინიმუმ მითითებულ დროს დენის გამორთვის შემდეგ.
ექსპლუატაციის დროს სიხშირული გადამყვანში არის მაღალი ძაბვა. არ შეასრულოთ სხვა ოპერაციები, გარდა კლავიატურის გამოყენებით პარამეტრების დაყენებისა.
სიხშირული გადამყვანი არ შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც ავარიული გაჩერების საშუალება.
სიხშირული გადამყვანის გამოყენება შეუძლებელია ძრავის მოულოდნელად გასაჩერებლად.
მხოლოდ კვალიფიციურ ელექტრიკოსებს აქვთ უფლება განახორციელონ სიხშირული გადამყვანის კომპონენტების ტექნიკური მომსახურება, შემოწმება და შეცვლა.
თუ სიხშირული გადამყვანი დაკავშირებულია რამდენიმე ძრავთან, ცალკე თერმული ან ავტომატური ამომრთველი უნდა იყოს გამოყენებული თითოეული კაბელისა და ძრავის დასაცავად.
შეამოწმეთ, რომ ყველა კლემა სწორად და მჭიდროდ იყოს დაკავშირებული.
შეამოწმეთ შეესაბამება თუ არა ძრავის სიმძლავრე ინვერტორულ სიმძლავრეს.
თუ ძრავა უეცრად ჩაირთვება ავტომატური რეგულირების დროს, შეიძლება მოხდეს ავარია.
გთხოვთ, არ შეეხოთ ძრავას ავტომატური რეგულირების დასრულებამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება მიიღოთ ელექტრო შოკი.
სიხშირული გადამყვანთან მუშაობის დაწყებამდე წაიკითხეთ უსაფრთხოების ინსტრუქციები უსაფრთხოების ზომების განყოფილებაში.
წაიკითხეთ და მიჰყევით ინსტრუქციებს სიფრთხილის ზომების განყოფილებაში. ინსტრუქციების შეუსრულებლობამ შეიძლება გამოიწვიოს თქვენი დაზიანება ან სიკვდილი, ან აღჭურვილობის დაზიანება.
დენის კლემების დაკავშირებამდე გამორთეთ ინვერტორისთვის მიწოდებული დენის ყველა წყარო და დაელოდეთ მინიმუმ მითითებულ დროს დენის გამორთვის შემდეგ.
ექსპლუატაციის დროს ინვერტორში არის მაღალი ძაბვა. არ შეასრულოთ სხვა ოპერაციები, გარდა კლავიატურის გამოყენებით პარამეტრების დაყენებისა.
ინვერტორი არ შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც ავარიული გაჩერების საშუალება.
ინვერტორის გამოყენება შეუძლებელია ძრავის მოულოდნელად გასაჩერებლად.
მხოლოდ კვალიფიციურ ელექტრიკოსებს აქვთ უფლება განახორციელონ ინვერტორის კომპონენტების ტექნიკური მომსახურება, შემოწმება და შეცვლა.
თუ ინვერტორი დაკავშირებულია რამდენიმე ძრავთან, ცალკე თერმული ან ავტომატური ამომრთველი უნდა იყოს გამოყენებული თითოეული კაბელისა და ძრავის დასაცავად.
შეამოწმეთ, რომ ყველა კლემა სწორად და მჭიდროდ იყოს დაკავშირებული.
შეამოწმეთ შეესაბამება თუ არა ძრავის სიმძლავრე ინვერტორულ სიმძლავრეს.
თუ ძრავა უეცრად ჩაირთვება ავტომატური რეგულირების დროს, შეიძლება მოხდეს ავარია.
გთხოვთ, არ შეეხოთ ძრავას ავტომატური რეგულირების დასრულებამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება მიიღოთ ელექტრო შოკი.
ინვერტორთან მუშაობის დაწყებამდე წაიკითხეთ უსაფრთხოების ინსტრუქციები უსაფრთხოების ზომების განყოფილებაში.
წაიკითხეთ და მიჰყევით ინსტრუქციებს სიფრთხილის ზომების განყოფილებაში. ინსტრუქციების შეუსრულებლობამ შეიძლება გამოიწვიოს თქვენი დაზიანება ან სიკვდილი, ან აღჭურვილობის დაზიანება.
ორთქლის გენერატორი შექმნილია ორთქლის ოთახის საჭირო ტემპერატურამდე გასათბობად. ის არ უნდა იქნას გამოყენებული სხვა მიზნებისთვის.
- ნებისმიერი ტექნიკური მომსახურება უნდა განახორციელოს გამოცდილმა სპეციალისტმა.
- ყოველთვის გამორთეთ მოწყობილობა ელექტროენერგიის წყაროდან ნებისმიერი ტექნიკური სამუშაოს ჩატარებამდე.
- ამ მოწყობილობის გამოყენება შეუძლიათ 8 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებს და ასევე შეზღუდული ფიზიკური, სენსორული ან გონებრივი შესაძლებლობების მქონე პირებს, ისევე როგორც მათ, ვისაც არ აქვს საკმარისი ცოდნა და გამოცდილება,თუ მათ მიიღეს საჭირო ინსტრუქცია ან გაიარეს სათანადო ტრენინგი ამ მოწყობილობის უსაფრთხო მუშაობის შესახებ და გააცნობიეროს ამასთან დაკავშირებული რისკები.
- ბავშვებს არ უნდა მივცეთ ამ მოწყობილობით თამაშის უფლება. არ უნდა მიცეთ ბავშვებს საშუალება დაასუფთაონ ან განახორციელონ რაიმე მომსახურება სათანადო ზედამხედველობის გარეშე.
- ორთქლის გენერატორის ორთქლის საქშენი ექსპლუატაციის დროს ძალიან ცხელდება.
არ შეეხოთ მას შიშველი ხელებით.
- ორთქლის საქშენებიდან გამომავალი ორთქლი ცხელია და შესაძლოა დამწვრობა გამოიწვიოს.
ფრთხილად იყავით, რომ არ დაიწვათ კანი.
- არ შეიტანოთ ელექტრო ტექნიკა ორთქლის ოთახში.
- არ გამოიყენოთ სხვა ელექტრო მოწყობილობები ორთქლის ოთახში,
რომელიც გამოიმუშავებს ორთქლს ან უზრუნველყოფს დატენიანებას.
- არ დარჩეთ ორთქლის ოთახში, რომელიც არ არის აღჭურვილი ვენტილაციით 2 საათზე მეტი ხნის განმავლობაში.
- არ გამოიყენოთ კაბინა ალკოჰოლის ან დამამშვიდებლები პრეპარატების ზემოქმედების დროს.
ტენის მომხსნელის ინსტალაცია, მოხსნა და მომსახურება უნდა შესრულდეს პროფესიონალების მიერ ინსტრუქციის შესაბამისად.
გაზის გაჟონვის ტესტირება უნდა ჩატარდეს ინსტალაციამდე და მის შემდეგ.
დანადგარი უნდა უზრუნველყოფდეს ჰაერის საკმარის ცირკულაციას, წინააღმდეგ შემთხვევაში ტენის მოხსნა არაეფექტური იქნება ან მცირე ეფექტი ექნება.
დანადგარი შენახვის ან გადაადგილებისას უნდა ინახებოდეს ვერტიკალურ მდგომარეობაში.
მოწყობილობა არის ჰაერის საშრობი პროდუქტი, არასოდეს გამოიყენოთ იგი აალებადი და სხვა სახის გაზებისთვის.
დააყენეთ ტემპერატურა და ტენიანობა სათანადოდ კომფორტული გარემოს შესაქმნელად.
არ მოათავსოთ საგნები, რომლებიც ბლოკავს ჰაერის ნაკადს ჰაერის მიმღებთან ან ჰაერის გასასვლელთან, რადგან ეს შეამცირებს აღჭურვილობის ეფექტურობას.
არ ჩაყოთ ხელები ან სხვა საგნები დანადგარის შემსვლელ ან გამომსვლელ მილებში, არ მოხსნათ კორპუსის გარე ნაწილი. წინააღმდეგ შემთხვევაში, მბრუნავმა მაღალსიჩქარიანმა ბორბალმა შეიძლება დაგაზიანოთ.
კატეგორიულად აკრძალულია აალებადი გაზების ან სითხეების გამოყენება ან შენახვა, როგორიცაა თმის ლაქი, საღებავი, ბენზინი და ა.შ., დამატენიანებელთან ახლოს, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება გაჩნდეს ხანძარი.
თუ გამოვლინდა რაიმე არანორმალური მდგომარეობა, როგორიცაა უჩვეულო ხმაური, სუნი, კვამლი, გაჟონვა და ა.შ. დაუყოვნებლივ გამორთეთ დენი და დაუკავშირდით ადგილობრივ დილერს. არ შეაკეთოთ დანადგარი საკუთარი ძალებით.
დენის ჩამრთველი უნდა განთავსდეს ისეთ ადგილას, სადაც ბავშვი ვერ მიწვდება.
ჭექა-ქუხილის დროს გამორთეთ დენის მთავარი ჩამრთველი, წინააღმდეგ შემთხვევაში ელვამ შეიძლება დაზიანდეს მოწყობილობა.
ტრანსფორმატორი შექმნილია ქსელის ძაბვის დაბალ, უსაფრთხო მნიშვნელობამდე შესამცირებლად.
გამოყენებამდე ყოველთვის შეამოწმეთ ტრანსფორმატორის კორპუსი, როზეტები, ელ ჩანგალი და კაბელი. არასოდეს გამოიყენოთ ტრანსფორმატორი, თუ რომელიმე ნაწილი დაზიანებულია ან გატეხილია.
ტრანსფორმატორები თბება ნორმალური გამოყენებისას, დარწმუნდით, რომ ტრანსფორმატორი მდებარეობს სითბოს მიმართ მდგრად ზედაპირზე. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ არ არის რეკომენდებული ტრანსფორმატორის გამოყენება უწყვეტ რეჯიმში დიდი ხნის განმავლობაში.
შეამოწმეთ ტრანსფორმატორის სიმძლავრის შესაბამისობა ხელსაწყოს ენერგიის მოხმარებასთან, რომლის გამოყენებასაც აპირებთ.
სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ აღჭურვილობასთან, რომელიც მუდმივად მოიხმარს ელექტროენერგიას. მაგალითად: პროჟექტორები, გამათბობლები და ტენის მომხსნელები.
დარწმუნდით, რომ ტრანსფორმატორი განლაგებულია 220 ვ ძაბვის როზეტთან ახლოს. დამაგრძელებელი უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ ტრანსფორმატორის მეორე მხარეს.
მართვის ბლოკთან დასაკავშირებად ერთეულს ესაჭიროება დენის კაბელი მინიმუმ 5 x 2.5 მმ² განივი კვეთით და 16A მცველით. ნებისმიერ შემთხვევაში უნდა დამონტაჟდეს გაჟონვის რელე (FI გადამრთველი / ნომინალური ნარჩენი დენი 30 mA). მიწოდების კაბელი წრედიდან სამფაზიან ტუმბომდე უნდა იყოს მინიმუმ 4 x 2.5 მმ² კვეთის. ტუმბოს დასაცავად წრედში ჩართული უნდა იყოს ძრავის დაცვის რელე.
ყურადღება! ყველა ლითონის კომპონენტი უნდა იყოს დაკავშირებული პოტენციალის გათანაბრებასთან (პოტენციური რგოლის ხაზთან) VDE 0100 ნაწილი 702-ის შესაბამისად. ინსტალაციის დროს ყურადღება უნდა მიექცეს, რომ დამაკავშირებელი კაბელები არ დაზიანდეს! PN შლანგი უნდა ჰქონდეს მინიმუმ 5 მ სიგრძე და არ უნდა იყოს დამოკლებული! უნდა დარეგულირდეს PN წრედის ჰაერის წნევის მგრძნობელობა. სისტემის დაყენებისას დაცული უნდა იყოს VDE და ადგილობრივი EVU რეგულაციები. ინსტალაცია უნდა განხორციელდეს მხოლოდ სერტიფიცირებული ელექტრიკოსის მიერ.
მოდელები რომლებიც აღჭურვილია წნევის გამაძლიერებელი ტუმბოთი, განკუთვნილია ცვლადი დენის ერთფაზიან ქსელში ჩასართავად, 230 ვ და 50ჰც ძაბვით.
სისტემა აღჭურვილია დენის სადენით და ელ. ჩანგლით და უნდა იყოს დაკავშირებული შესაბამის ტიპის დამიწებულ როზეტთან, რომელიც შეესაბამება ადგილობრივ სტანდარტებს.
ელექტროუსაფრთხოების შენიშვნა:
ეს უნდა იყოს დაკავშირებული წრედთან RCB მოწყობილობასთან (ე.წ. გაჟონვის რელესთან) ერთად. ნებისმიერი ოპერაციების შესრულებამდე სისტემა უნდა გათიშული იყოს დენის წყაროდან.
ყურადღება!
ფილტრის დამონტაჟება უნდა განხორციელდეს შესაბამისი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე სპეციალისტის მიერ.
დანადგარი უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ ცივი წყლის გასაფილტრად!
ეს მოწყობილობა უნდა დამონტაჟდეს კვალიფიციურ ტექნიკოსის მიერ ყველა მოქმედი ნორმის და რეგულაციის შესაბამისად.
არასწორმა ინსტალაციამ შეიძლება შექმნას საფრთხეები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ქონების დაზიანება, სერიოზული ტრავმა ან სიკვდილი.
დენის დარტყმის საფრთხის თავიდან ასაცილებლად გამორთეთ კვების წყარო წყლისგან ტუმბოს დაცლის დაწყებამდე.
ტრავმის რისკის შესამცირებლად, მოარიდეთ ბავშვები აღნიშნულ დანადგარს.
არ გამოიყენოთ ტუმბო აუზის გარდა სხვა მიზნებისთვის.
ტუმბო მუდმივად უნდა იყოს დაკავშირებული ცალკე ამომრთველთან.
ტუმბო უნდა იყოს დაკავშირებული გაჟონვის რელესთან (RCD) ნომინალური ნარჩენი მოქმედი დენით არაუმეტეს 30 mA-ზე.
დენის წყაროში ჩართვამდე აუცილებელია ელექტრო დამიწის დაერთება. ელექტრული მოწყობილობის დამიწების გარეშე ჩართვამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული ან ფატალური ელექტროშოკი.
დაერთებისთვის გამოიყენეთ მყარი სპილენძის სადენი.
არასოდეს გახსნათ ძრავის კორპუსი. ტუმბოს შიგნით კარის ონდენსატორი, რომელიც ინარჩუნებს ძაბვის მუხტს მაშინაც კი, როდესაც მოწყობილობას არ მიეწოდება ენერგია. მიწოდებული ძაბვა უნდა შეესაბამებოდეს ტუმბოს სამუშაო ძაბვას.
ძრავები მუშაობენ მაღალ ტემპერატურაზე. ხანძრის თავიდან ასაცილებლად არ დაუშვათ ფოთლების, ნაგვის ან უცხო ნივთების დაგროვება ძრავის გარშემო.
მოარიდეთ აალებადი სითხეები.
ტუმბოს დაყენებამდე, გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ გამოყენების ინსტრუქცია.
ტუმბოს ინსტალაციისა და ექსპლუატაციისას უნდა შესრულდეს აღნიშნული ინსტრუქციის მოთხოვნები, ისევე როგორც ყველა მოქმედი ადგილობრივი და ეროვნული სამშენებლო, ელექტრო და ტექნიკური ნორმები და სტანდარტები.
ტუმბო განკუთვნილია ერთფაზიანი AC დენის წყაროსთან დასაკავშირებლად.
ძაბვა 230 V / 50 Hz.
ტუმბო აღჭურვილია ელ. ჩანგლიანი დენის კაბელით და შეიძლება ჩაერთოს სათანადოდ დამონტაჟებულ როზეტში, რომელიც შეესაბამება IEC 60884-1 სტანდარტს. ინსტალაციის ელექტრული პარამეტრის მნიშვნელობები მოცემულია მწარმოებლის ეტიკეტზე.
ტუმბოზე რაიმე სამუშაოს შესრულებისას გამორთეთ იგი დენის წყაროდან.
არ გადაკეტოთ სავენტილაციო ღიობები კორპუსის კედლებში.
ნებისმიერი ტექნიკური სამუშაოების შესრულებამდე გამორთეთ ელექტროენერგია და წყალმომარაგება და დააგდეთ წნევა.
არ დაუქვემდებაროთ სისტემა ვიბრაციას, დარტყმას ან მექანიკურ დატვირთვას.
საკონტროლო სარქველის ელექტრული მიკროსქემის დაფა დაცული უნდა იყოს წყლისგან და მაღალი ტენიანობისგან რეგულარული და ნებისმიერი ტექნიკური მომსახურების დროს.
მძიმე ლითონებმა, რკინამ, ნალექმა და სხვა მინარევებმა შეიძლება წარმოქმნან ნადები საკონტროლო სარქვლის ზედაპირებზე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მისი მწყობრიდან გამოსვლა. რეკომენდებულია პრევენციული პროფილაქტიკური მომსახურება წელიწადში ორჯერ მაინც, თუ შემომავალ წყალს აქვს რკინის მაღალი კონცენტრაცია. სხვა შემთხვევაში წელიწადში ერთხელ მაინც.
დანადგარი არ შეიძლება გამოიყენონ ადამიანებმა (მათ შორის ბავშვებმა)შეზღუდული ფიზიკური ან გონებრივი შესაძლებლობებით ან საჭირო გამოცდილების ან უნარების არქონე პირებმა, თუ ისინი არ იმყოფებიან უფლაბამოსილი პირის ზედამხედველობის ქვეშ ან არ აქვთ ჩატარებული შესაბამისი ინსტრუქტაჟი.
არაპროფესიონალებს ეკრძალებათ ჰაერის კომპრესორის გახსნა.
დარწმუნდით, რომ დენის სიმძლავრე ემთხვევა კომპრესორის ეტიკეტზე მითითებულ მონაცემებს.
არ შეეხოთ მას, როცა ტუმბო მუშაობს, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება დაიწვათ.
კომპრესორის ინსტალაცია უნდა მოხდეს შესაბამისი კლასიფიკაციის მქონე პროფესიონალის მიერ.
ინსტრუქციის სახელმძღვანელო შეიცავს აუცილებელ ინფორმაციას უსაფრთხოების ზომების შესახებ , რომლებიც უნდა დაიცვათ ამ მოწყობილობის ინსტალაციისა და გაშვებისთვის.
ამიტომ უნდა წაიკითხოთ ინსტრუქციები ინსტალაციის დაწყებამდე.
ეს მოწყობილობა განკუთვნილია მხოლოდ საცურაო აუზისთვის; არ გამოიყენოთ იგი სასმელი წყლის დეზინფექციისთვის.
სისტემა უნდა იყოს დაკავშირებული მხოლოდ კვების წრედთან, რომელიც დაცულია მიწასთან კონტაქტისას დენის ამომრთველით(GFCI), წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს დენის დარტყმა, რაც გამოიწვევს სერიოზულ სხეულის დაზიანებებს ან სიკვდილს.
ამ დანადგარის მონტაჟის ან გამოყენებისას მხედველობაში უნდა მივიღოთ უსაფრთხოების შემდეგი ინსტრუქციები:
- ინსტალაციის დროს გამორთეთ ყველა კვების წყარო.
- არ გამოიყენოთ ულტრაიისფერი სისტემა, თუ დაზიანებულია კვების ბლოკი.
- დაუყოვნებლივ შეცვალეთ დაზიანებული სადენები.
- შესაძლო ელექტრული დარტყმის თავიდან ასაცილებლად ყველა შეერთება იქონიეთ მშრალად და მიწიდან მოშორებით.
არ შეეხოთ ელ ჩანგალს სველი ხელებით.
- თითოეული ქვემოთ ჩამოთვლილი სიტუაციისთვის, ნუ ეცდებით მოწყობილობის შეკეთებას დამოუკიდებლად; დააბრუნეთ იგი ავტორიზებულ სერვის ცენტრში გამოკვლევისთვის.
5.1 თუ მოწყობილობა წყალში ჩავარდა, არ შეეხოთ მას! ჯერ გამორთეთ დენის წყაროდან და მერე ამოიღეთ წყლიდან.
თუ ელექტრო დანადგარის კომპონენტები დასველდა, სასწრაფოდ გამორთეთ მოწყობილობა.
- არ გამოიყენოთ ეს UV-C სისტემას, თუ კაბელი ან ელ ჩანგალი დაზიანებულია, თუ ის გამართულად არ მუშაობს დაცემის ან სხვა დაზიანების გამო.
- არასოდეს შეხედოთ ულტრაიისფერი ნათურის პირდაპირ მუშაობისას, რადგან მან შეიძლება გამოიწვიოს თვალის დაზიანება, დამწვრობა ან თუნდაც სიბრმავე.
- ნათურები და კვარცის კოლბები უკიდურესად მსხვრევადია. გამოიჩინეთ სიფრთხილე მათთან მუშაობისას ან შეცვლისას.
8.1 გამოიყენეთ ხელთათმანები ნათურებთან ან კოლბებთან მუშაობისას.
8.2 დაიჭირეთ ნათურები მხოლოდ ბოლოებით და არასოდეს შეეხოთ შუშას შიშველი ხელებით, რადგან ის დატოვებს ჭუჭყს, რომელიც შეამცირებს ნათურის მუშაობის ხანგრძლივობას.
8.3 თუ თითის ანაბეჭდი დარჩა, გაწმინდეთ სპირტით.
- გამოყენებამდე გააცივეთ ულტრაიისფერი ნათურები.
- დარწმუნდით, რომ ქანჩი, საყელური და მამჭიდროებელი რგოლი სწორად არის დაყენებული, წინააღმდეგ შემთხვევაში კვარცის მილისები შეიძლება დიდი სიჩქარით გამოვარდნენ დამჭერებიდან და ზიანი მოგაყენონ.
- შეამოწმეთ სისტემა ნებისმიერი გაჟონვის არსებობაზე. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სწორ მონტაჟს და მამჭიდროებელი რგოლების სწორ განლაგებას.
სიფრთხილის ზომები
არასოდეს შეხედოთ ჩართულ UV ნათურას!
- ექსპლუატაციისას მკაცრად დაიცავით დანადგარის მუშაობის რეგლამენტირებული პარამეტრები.
ამ მოთხოვნის შეუსრულებლობამ შეიძლება გამოიწვიოს დანადგარის მუშაობის ხარისხის გაუარესება ან მისი მწყობრიდან გამოსვლა.
- გახსოვდეთ, რომ ამ დანადგარში წყალი და ელექტროენერგია ერთ სისტემაშია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ელექტრო შოკი. საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში, გამორთეთ ელექტრომომარაგება, მაგრამ ნუ ეცდებით მის შეკეთებას – დაუკავშირდით ადგილობრივ სერვის ცენტრს.
- არ გამოიყენოთ მოწყობილობა დაზიანებული ელექტრული დაერთებებით.
- სარემონტო სამუშაოების შესრულებისას ყოველთვის გადაკეტეთ წყალი და გამორთეთ ელექტროენერგიის მიწოდება.
- შესაცვლელად გამოიყენეთ მხოლოდ მიმწოდებლის მიერ რეკომენდებული UV ნათურები
შესაბამისი ელექტრო მახასიათებლებით.