წყლის დამარბილებელი სისტემა

მთავარი პროდუქცია წყლის საწმენდი სისტემები წყლის დამარბილებელი სისტემა
წყლის დამარბილებელი სისტემა
#65

როგორც მოგეხსენებათ წყალში ერთ- ერთი მთავარ პრობლემას სიხისტის მარილის ჭარბი შემცველობა წარმოადგენს. შესაბამისად ყოველდღიური მოხმარებისას ე.წ კიროვანი ნადების წარმოქმნით ზიანდება საყოფაცხოვრებო ტექნიკა: ჭურჭლის და სარეცხი მანქანები, გათბობის სისტემების ტენები, ჩაიდნები, საშხაპეების ზედაპირზე წარმოიქმნება ლაქები.

აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად საჭიროა მოვახდინოთ  ქიმიური პროცესი, რომელსაც  წყლის დარბილებას ვუწოდებთ. ამ დროს წყალს ვაშორებთ ზედმეტი სიხისტის მარილებს და შესაბამისად ვიღებთ რბილ, ანკარა და სასიამოვნო წყალს, ვემშვიდობებით არაჰიგიენურ ლაქებს და ვიცავთ საყოფაცხოვრებო ტექნიკას დაზიანებისგან.

გარდა ზემოთაღნიშნულისა დარბილებული წყალი ხელს უწყობს გახდეს თქვენი თმა და კანი უფრო  ნაზი და ჯანმრთელი. რეცხვის დროს ტანსაცმელს უნარჩუნებს პირველად სახეს, არ უცვლის ფერს და ფორმას.

სარეცხი ფხვნილი და ყოველდღიური ჰიგიენური პროდუქტი (შამპუნი, ბალზამი, საპონი, დუშგელი) უკეთესად ზავდება წყალში, რაც საბოლოო ჯამში ხარჯის 30%-მდე ეკონომიას აკეთებს.