Loading...

GRL pH დონის დამწევი გრანული pH(-) Sodium Bisulphate 25kg (600048)

კოდი: 02775 კატეგორიები: ,

147.20 

Loading...

აღწერა

pH-ის დონის სათანადო რეგულირების გარეშე შეუძლებელია აუზის წყლის ოპტიმალური მოვლა. pH-ის იდეალური მნიშვნელობა არის 7.0(ნეიტრალური წერტილი)-სა და 7.4 ს შორის. ამ მნიშვნელობების დაცვა უზრურველყოფს თქვენს კარგ შეგრძნებებს და აუზის პარამეტრების შენარჩუნებას. აუზში pH-ის დონის შემოწმება აუცილებელია კვირაში ერთხელ მაინც.

 

 

გრანულირებული PH-MINUS განკუთვნილია აუზში PH დონის შესამცირებლად

 

გამოყენების მეთოდი:

აუზის წყალში pH-ის მნიშვნელობა იზომება და საჭიროების შემთხვევაში, ეს რეაგენტი გამოიყენება ამ მაჩვენებლის შესამცირებლად. იგი უნდა გაიხსნას შესაბამისი რაოდენობის წყალში რის შემდეგაც ასხამენ  აუზის  კედლების გასწვრივ, მაგრამ საფილტრაციო  დანადგარებისაგან მოშორებით. პერიოდულად გაზომეთ pH-ის მნიშვნელობის ცვლილება, სანამ ის ნორმას არ მიაღწევს. არ შეგეშინდეთ პრეპარატის ტოქსიკურობის, რადგან ის არ გამოყოფს მავნე ორთქლს.

პროდუქტი დამზადებულია ნატრიუმის ჰიდროგენსულფატის საფუძველზე.

შესაძლოა გამოყენებულ იქნას ნადების საწინააღმდეგო სარეცხ საშუალებად.

 

თვისებები:

 

სწრაფად იხსნება;  არ შეიცავს ქლორიდს; ინახება დიდი ხნის განმავლობაში.

გამოყენება: პროდუქტის გამოყენებამდე გახსენით pH-მინუსი საკმარისი რაოდენობის თბილ წყალში, მნიშვნელოვანია: დაუმატეთ პრეპარატი წყალს, არასოდეს პირიქით. 10 მ3 მოცულობის წყალში  pH დონის 0,2-ით  შემცირებისთვის საჭიროა 150 გრამი გრანული. რეგულარულად უნდა შემოწმდეს pH დონე. შეინახეთ პროდუქტი დახურულ ჭურჭელში! იდეალური pH დონე: 7.0-7.4 ქლორის იდეალური დონე: 0.5-1.0

 

კიროვანი დანალექის მოცილებისთვის 200 გრ გრანული გახსენით 2 ლიტრ წყალში, ფრთხილად დაამუშავეთ გასაწმენდი ზედაპირი, შემდეგ ჩამორეცხეთ. ყურადღება: დოზის გადაჭარბება ხელს უწყობს ლითონის კოროზიას!

 

უსაფრთხოების ზომები: დაცული უნდა იყოს როგორც უსაფრთხოების მონაცემების ფურცელში მითითებული ასევე პროდუქტის ეტიკეტზე აღწერილი სიფრთხილის ზომები,  . შეინახეთ პროდუქტი მითითებულ დროში ორიგინალურ შეფუთვაში მზისგან დაცულ ადგილას. შენახვის ვადა – 10 წელი. პროდუქტი უნდა ინახებოდეს 0C-ზე მაღალ ტემპერატურაზე

 

მოერიდეთ კონტაქტს თვალებისა და კანის ლორწოვან გარსებთან; შეინახეთ ვერტიკალურად დახურულ მდგომარეობაში; იმუშავეთ დამცავი აღჭურვილობის გამოყენებით: ნიღაბი, ხელთათმანები, სათვალეები; არ შეურიოთ აუზის სხვა ქიმიკატებს! შეინახეთ მჭიდროდ დახურულ ორიგინალურ შეფუთვაში; ფოსტით გაგზავნა  აკრძალულია. ასევე შეინახეთ მკაცრად ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

 

  

 

დამატებითი ინფორმაცია

მწარმოებელიGRILLO
არტიკული600048
წონა25კგ

დამატებითი ინფორმაცია

წონა25 kg
არტიკული

600048

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

იყავით პირველი შემფასებელი: „GRL pH დონის დამწევი გრანული pH(-) Sodium Bisulphate 25kg (600048)“

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *