EMX / საცირკულაციო ტუმბო / SPV150 / 3.0HP / 220V/50Hz...
3,591.02 ₾
1 საწყობშია
აღწერა
ულტრა ენერგოეფექტურობა
Emaux Super-Power ცვლადი სიჩქარის ტუმბო ამცირებს თქვენი აუზის, სპა და წყლის დანადგარების ენერგიის მოხმარებას. მისი მაღალი ეფექტურობის წყალობით, ის გამორიცხავს გადამეტებულ გამოყენებას და ამცირებს აღჭურვილობის მოვლის ხარჯებს.
Emaux Super-Power ცვლადი სიჩქარის ტუმბოსთან შედარებით, ტრადიციული ერთსიჩქარიანი ტუმბოები მუშაობენ მაქსიმალური დატვირთვით, განუწყვეტლივ და არაეფექტურად, რაც იწვევს მაღალ საექსპლუატაციო დანახარჯებს. შემცირებული სიჩქარე უზრუნველყოფს წყლის მიმოქცევის ნელ ტემპებს და ნაკლებ დატვირთვას აყენებს მთლიან დანადგარს, როგორიცაა ფილტრი, სადეზინფექციო სისტემა და წყალგაყვანილობა. ის ამცირებს ცვეთის ფაქტორს რაც აუზის მფლობელისთვის მნიშვნელოვანი დანაზოგია.
პროდუქტის მახასიათებლები
ძრავა მუდმივი მაგნიტით (PMM), მთლიანად დახურული ვენტილატორი გაგრილებულით (TEFC)
ტუმბოს კორპუსი ABS + მინაბოჭკო, მუშა ბორბალი PPO, პრეფილტრის კალათა და სადგამი PP + მინაბოჭკო.
ძრავის ლილვი – S.S.316, მამჭიდროებლები – EPDM, სტაციონარული ზედაპირი – SIC, მბრუნავი ზედაპირი – გრაფიტი, ზამბარა – S.S.316
სუპერ ჩუმი მუშაობა დაბალი სიხშირის რეჟიმში მუშაობისას
დაპროექტებული და შექმნილია მაქსიმალურად
ტუმბოს ჰიდრავლიკური მაჩვენებლების მაქსიმიზაციისთვის
IPX 5 წყალგაუმტარი სტანდარტი
ძრავის უპირატესობები
Emaux Super-Power ცვლადი სიჩქარის ტუმბო იყენებს ძრავის უახლეს ტექნოლოგიას მუდმივი მაგნიტებით (PMM), რომელიც წარმოქმნის მაგნიტურ ველს როტორსა და გრაგნილებს შორის. ენერგიის დაზოგვა მიიღწევა თავად ძრავის ბრუნთა რიცხვის შემცირების უნარით. სტანდარტული ძრავა მოიხმარს ელექტროენერგიას როტორში მაგნიტური ველის გამოსაწვევად. მეორეს მხრივ, მუდმივი მაგნიტის ძრავა იძენს ეფექტურობას როტორის ბრუნვისას მომუშავე მაგნიტებით, რაც უზრუნველყოფს ენერგიის დაზოგვას 80% -მდე.
TEFC ძრავის (მთლიანად დახურული ტიპის, ვენტილატორის გაგრილებით) კონსტრუქცია ასევე ზრდის საიმედოობას და გამძლეობას ნებისმიერი ამინდის პირობებში გამოყენებისთვის. AISI316 ტიპის უჟანგავი ფოლადის ძრავის ლილვი და ლილვის მამჭიდროებელი ასევე უზრუნველყოფს საიმედოობას და თავსებადობას მარილიანი წყლის აუზებთან.
გაფართოებული მენიუ
კონტროლერი ერთი შეხებით. წინასწარ დაყენებული სიჩქარის პროგრამები და გრაფიკი უზრუნველყოფს ყველაზე ეფექტურ აუზს, სპა-ს ან ნებისმიერ დაკავშირებულ წყლის დანადგარს.
დამატებითი ინფორმაცია
წონა | 18.5 კგ |
მწარმოებელი | Emauxgroup |
არტიკული | 88029807 |
ცხენის ძალა (HP) | 1.5 |
ენერგომოხმარება (KW) | 1.3 |
ამპერი | 10,5 |
მაქსიმალური წარმადობა | 25.5 მ3 |
დაერთების დიამეტრი | 1.5”ID / 50mm ID, 2.0” OD / 63mm OD |
სიხშირე HZ | 50 |
ხმაურის დონე (DB) | 69 |
დაცვის კლასი | IPX5 |
დამატებითი ინფორმაცია
არტიკული | 88029807 |
---|
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.