Loading...

უკუოსმოსის ფილტრაცის სისტემა PURE AquaCalcium (MO675MACPUREEXP)

კოდი: 02818 კატეგორიები: ,

672.00 

Loading...

აღწერა

არ საჭიროებს ელექტროენერგიას

7ლიტრი სასმელი წყლის მუდმივი მარაგი დამაგროვებელი ავზის დამსახურებით

თავსდება ნებისმიერი სამზარეულოს ნიჟარის ქვეშ.

შეგიძლიათ დაამონტაჟოთ როგორც ვერტიკალურად,ასევე ჰორიზონტალურად.

ფილტრი მდგრადია –  არ საჭიროებს დამატებით დამაგრებას.

100%-ით უსაფრთხო – ვირუსებს და ბაქტერიებს მცირედი შანსიც არ აქვთ.მემბრანა ატარებს მხოლოდ წყლის მოლეკულებს.

კალციუმიანი წყალი გემრიელი და ჯანსაღია.ორგანიზმი სრულად ითვისებს კალციუმს წყალთან ერთად.

წყალში მინერალების ოპტიმალური და მუდმივი რაოდენობაა 55-65 მგ/ლ

კარტრიჯების მარტივი ჩანაცვლება – მუდმივი წვდომა მაღალი ხაარისხის წყალზე.

 

უკუოსმოსის ფილტრი ECOSOFT P’URE AQUACALCIUM არის:

✓ Ecosoft მემბრანა ასუფთავებს წყალს მინარევებისაგან, მათ შორის ვირუსებისა და ბაქტერიებისგან 99,8%

✓ გაწმენდის 6 ეტაპი, წყლის კალციუმით გამდიდრების ჩათვლით

✓ 280 ლიტრამდე სასმელი წყალი დღეში

✓ შენახვის ავზი სასარგებლო მოცულობით 7 ლიტრი

 

წყლის გამდიდრება კალციუმის საჭირო რაოდენობით

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევის შედეგების მიხედვით,ორგანიზმი კალციუმს თანაბრად ითვისებს როგორც საკვებიდან,ასევე წყლიდან. AquaCalcium მინერალიზატორის წყალობით თქვენ და თქვენი საყვარელი ადამიანები ყოველდღიურად მიიღებთ კალციუმის საჭირო რაოდენობას.

კალციუმის სარგებელი ორგანიზმისთვის

კალციუმი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ადამიანისთვის და ყველაზე გავრცელებული მიკროელემენტია ორგანიზმში. კალციუმის საჭირო რაოდენობა ყოველდღიურად უნდა მიიღოთ:

 

ბავშვები და მოზარდები – საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის სათანადო ფორმირებისა და ზრდისთვის

მოზრდილები – ენერგიისა და ძალის შესანარჩუნებლად

ხანდაზმული ადამიანები –  ასაკთან დაკავშირებული რიგი დაავადებების გაჩენისა და განვითარების რისკის შესამცირებლად

კალციუმიანი წყალი იდეალურია აქტიური ცხოვრების წესის მქონე ადამიანებისთვის და მათთვის, ვინც დატვირთული რეჟიმის გამო სათანადოდ ვერ იკვებება.

 

როგორ მუშაობს აკვაკალციუმის მინერალიზატორი?

AquaCalcium არის შესაცვლელი კარტრიჯი, რომელიც ივსება მინერალების გრანულებით. მინერალიზატორის კონსტრუქცია ისეა გააზრებული, რომ უზრუნველყოფილი იყოს წყლის ნაკადის ისეთი სიჩქარე, რომელიც გააჩნია ბუნებრივ მთის წყაროებს. შედეგად, კალციუმის შემცველობა ყოველთვის შენარჩუნებულია 55-65 მგ/ლ დონეზე.

 

ფილტრაციის ეტაპები

ონკანის წყალი ჯერ გადის წინასწარი ფილტრაციის სამ კარტრიჯში. ისინი წყალს აცილებენ ჟანგს, ქვიშას, სილას, ქლორს და მის ნაერთებს.

ეტაპი 4 – მემბრანა, რომელიც ასუფთავებს წყალს მოლეკულურ დონეზე მინარევებისაგან, მათ შორის ბაქტერიებისა და ვირუსებისგან 99,8%.

მემბრანის შემდეგ გაწმენდილი წყალი შედის სპეციალურ AquaCalcium კარტრიჯში მინერალიზაციის პირველი ეტაპისთვის. ფილტრის ტექნოლოგია იმეორებს მთის ქანებში წყლის გავლის ბუნებრივ სიჩქარეს. ეს ზრდის წყლის კონტაქტის დროს AquaCalcium კარტრიჯის ბუნებრივ მინერალებთან, რაც უზრუნველყოფს ეფექტურ მინერალიზაციას.

შემდეგ წყალი გროვდება შესანახ ავზში, საიდანაც იგი გადადის მინერალიზაციის მეორე საფეხურზე AquaCalcium კარტრიჯში. ასეთი კონსტრუქცია საშუალებას გვაძლევს შევინარჩუნოთ კალციუმის საჭირო და მუდმივი  შემცველობა გაფილტრულ წყალში.

საბოლოო ეტაპი არის ნახშირბადის პოსტფილტრი, რომელიც შექმნილია წყლის საბოლოო გაწმენდისთვის. იგი შეიცავს მაღალი ხარისხის ქოქოსის ნაჭუჭის გააქტიურებულ ნახშირს, რომელიც კორექტირებას უკეთებს წყლის გემოს და სუნს.

 

ცვლილებებს იგრძნობთ დაუყოვნებლივ!

სახლში გექნებათ სუფთა წყალი , რომლის ხარისხსა და უსაფრთხოებაში აბსოლუტურად დარწმუნებული ხართ.

უმაღლესი ხარისხის წყალში მოხარშული ბოსტნეული შეუნარჩუნებს თქვენს ორგანიზმს  ყველა საჭირო სასარგებლო ნივთიერებას.

ჩაი და ყავა უფრო გემრიელი და არომატული იქნება.

ჩამონტაჟებული მინერალიზატორის წყალობით წყალთან ერთად თქვენ მიიღებთ თქვენი ორგანიზმისთვის საჭირო მინერალებს.

დალევამდე წყალს არ დასჭირდება ადუღება – უკუოსმოსის ტექნოლოგიის წყალობით სასმელი წყალი გახდება არა მხოლოდ გემრიელი, არამედ აბსოლუტურად უსაფრთხოც.

თქვენი საყოფაცხოვრებო ტექნიკა – ჩაიდანი, უთო, , დამატენიანებელი – უფრო დიდხანს გაძლებს.

 

კომპლექტაცია

  1. ფილტრის კორპუსი
  2. დამაგროვებელი ავზი – გამოსაყენებელი მოცულობა 7 ლიტრამდე, საერთო მოცულობა 12 ლიტრი
  3. მოხდენილი ონკანი გაფილტრული წყლისთვის
  4. წინასწარი წმენდის კარტრიჯების ნაკრები – 3 კარტრიჯი
  5. კარტრიჯების ნაკრები სრულყოფოლო ფილტრაციისთვის (მემბრანა + ნახშირბადის პოსტფილტრი)
  6. მინერალიზატორი AquaCalcium
  7. მილების და ფიტინგების ნაკრები
  8. ქანჩები კარტრიჯების და მემბრანის გამოსაცვლელად
  9. გამოყენების ინსტრუქცია

დამატებითი ინფორმაცია

მწარმოებელი

Ecosoft

არტიკული

MO675MACPUREECO

დანიშნულება

სასმელი წყლისთვის

დამაგროვებელი ავზი

7ლ

მწარმოებლობა, ლ/სთ

11,7

შემავალი წნევა, ბარი

3-6

კონვერსია, %

10-20

შემავალი წყლის ტემპერატურა

+4…+30

ფილტრის წონა კგ

8,75

დაერთება

½

ფილტრის ზომები, H×W×D, მმ

310 x 440 x 195

ინსტალაცია

ნიჟარის ქვეშ

დასუფთავების ეტაპების რაოდენობა

6

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

იყავით პირველი შემფასებელი: „უკუოსმოსის ფილტრაცის სისტემა PURE AquaCalcium (MO675MACPUREEXP)“

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *