Loading...

აუზის განათება Classic LED CA 170VS-RGB (150294)

კოდი: 05979 კატეგორიები: ,

2,329.67 

Loading...

აღწერა

წყლის განათება აუზში სასიამოვნო ატმოსფეროს ქმნის. აუზის განათება საშუალებას გაძლევთ გამოიყენოთ აუზი მთელი დღეღამის განმავლობაში, ასევე უზრუნველყოფს დამატებით უსაფრთხოებას საღამოს ცურვისას.  აუზის განათება დაკავშირებულია ტრანსფორმატორთან, რომელიც ელექტროენერგიას გარდაქმნის 12 ვოლტად.

 

 

 

LED ნათურები ქმნიან რბილ და სასიამოვნო ნათებას აუზში, ისინი ენერგოეფექტურია და აქვთ ხანგრძლივი მომსახურების ვადა. განათება ასევე შეიძლება დაყენდეს წითელ, მწვანე, ლურჯ ან თეთრი ფერის ფიქსირებულ ნათებაზე. ასევე ხელმისაწვდომია ვერსია ფიქსირებული თეთრი ნათებით. დამზადებულია AISI 316L მჟავა რეზისტენტული უჟანგავი ფოლადისგან, გაპრიალებული წინა ზედაპირით. გამოდგება ყველა ტიპის აუზებისთვის.

 

 

 

Pahlén გთავაზობთ განათების მოწყობილობების ფართო არჩევანს მიწისზედა და მიწისქვეშა აუზებისთვის. 50 წელზე მეტი ხნის განმავლობაში Pahlén აწარმოებს უმაღლესი ხარისხის აუზის განათებას AISI 316L პოლირებული მჟავაგამძლე უჟანგავი ფოლადისგან დიდი აუზებისთვის, პატარა კერძო აუზებისთვის და სპა აუზებისთვის.

 

LED VS სანათის თავისებურებები:

 

  • მჟავაგამძლე უჟანგავი ფოლადი
  • LED ნათურა და კაბელი ერთ ბლოკში
  • მიეწოდება 4 მ სიგრძის დამაკავშირებელი კაბელი
  • ფერის სინქრონიზაცია ერთზე მეტი ფერადი ნათურის დამონტაჟების შემთხვევაში საერთო ტრანსფორმატორის საშუალებით
  • RGB, 32 W, 2450 Lumen, 11 პროგრამა
  • ერგება ყველა ტიპის დანადგარს

 

უჟანგავი ფოლადის LED პროჟექტორი Pahlen CA 170VS-RGB არის RGB პროჟექტორი სამი ფერის შუქით (წითელი, მწვანე და ლურჯი). პროჟექტორის სინათლის წყაროა LED ნათურა ჩამონტაჟებული კაბელით. პროჟექტორი დამონტაჟებულია აუზის გვერდითა კედელზე და მუშაობს უსაფრთხო დაბალ, 12 ვოლტ ძაბვაზე. მუშაობის რეჟიმების გადართვა ხდება კვების სწრაფი ჩართვა-გამორთვით.

ამ მოდელს აქვს 11 განსხვავებული პროგრამა, რომელიც შექმნილია განათების ეფექტების სხვადასხვა ვარიანტების შესაქმნელად. განათების პროგრამების სინქრონიზაციისთვის შესაძლებელია რამდენიმე პროჟექტორის დაკავშირება ერთ ტრანსფორმატორთან, ტრანსფორმატორის სიმძლავრე უნდა აღემატებოდეს ყველა ნათურის მთლიან სიმძლავრეს. ერთი ნათურის  ჩასართავად საჭიროა 45BA ტრანსფორმატორი.

 

Pahlen Classic პროჟექტორის  ნათურის სინქრონიზაციის თანმიმდევრობა:

 

  1. გაააქტიურეთ RGB ნათურის პროგრამის სინქრონიზაცია დენის ჩართვით და გადაამოწმეთ ყველა ნათურა ჩართულია თუ არა.
  2. გამორთეთ ნათურები და დაელოდეთ მინიმუმ 20 წამს (მაქს. 60 წამი).
  3. ხელახლა ჩართეთ და გამორთეთ (მაქს. 3 წამი ჩართვა – მაქსიმ. 3 წამი გამორთვა).
  4. ისევ გაიმეორეთ: ჩართეთ და გამორთეთ (მაქს. 3 წამი ჩართვა – მაქსიმ. 3 წამი გამორთვა).
  5. ჩართეთ ნათურები. ახლა ისინი ერთიდაიგივე პროგრამაზე არიან.

როდესაც ნათურები სწორად არან სინქრონიზებული, ისინი ინარჩუნებენ პარამეტრებს მანამ, სანამ ნათურა არ შეიცვლება ან გამოირთვება ცალკე.

 

ყურადღება! ნათურები განკუთვნილია მხოლოდ წყალქვეშა გამოყენებისთვის.

დამატებითი ინფორმაცია

წონა3 kg
მწარმოებელი

Pahlen

არტიკული

150294

სიმძლავრე

34,5W

ლუმენი

2100

კელვინი

5000

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

იყავით პირველი შემფასებელი: „აუზის განათება Classic LED CA 170VS-RGB (150294)“

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *