#ჩემი_შენი_საჩუქარიბავშვებს

მიუხედავად ყველა სირთულისა, კომპანია “აკვალაინი” კვლავ აგრძელებს კეთილ ტრადიციას! 

აქციის #ჩემი_შენი_საჩუქარიბავშვებს ფარგლებში, წელს წილკანის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს ვესტუმრეთ და გადავეცით სპეციალურად მათთვის შერჩეული საახალწლო საჩუქრები თქვენი და ჩვენი სახელით!

კორპორატიულ საჩუქრებზე გამოყოფილი ბიუჯეტი სრულად მოხმარდა აღნიშნულ აქციას, შესაბამისად თითოეული ჩვენი პარტნიორი ქველმოქმედების მონაწილე გახდა.