საერთაშორისო კონფერენცია წყალმომზადების სისტემების შესახებ

კომპანია „აკვალაინმა“ 2019 წლის 12 აპრილს თბილისში უმასპინძლა საერთაშორისო კონფერენციას – წყალმომზადების სისტემების შესახებ, სადაც გერმანიის ელჩთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად განიხილებოდა ევროპული სტანდარტები, თანამედროვე ტექნოლოგიები და ენერგოეფექტურობა წყალმომზადებაში. 
კონფერენცია 24 -ე საერთაშორისო სამშენებლო გამოფენის CAUCASUS BUILD-ის ფარგლებში გაიმართა და მიზნად ისახავდა სტუმრებისთვის აღნიშნულ სფეროში არსებული სიახლეების გაცნობას და მათ ინფორმირებას წყალმომზადების პროცესის სწორად წარმართვის მნიშვნელობაზე. 
კონფერენცია ოფიციალურად გაიხსნა საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩის ბ-ნი ჰუბერტ ქნირშის მოხსენებით, რომელშიც მან საქართველოსთვის აღნიშნული კონფერენციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. 
კონფერენციაში საგანგებო სტუმრების რანგში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილემ ბატონმა ირაკლი ურუშაძემ, ორგანიზაცია German Water Partnership-ის წარმოამდგენელმა (GWP) ქალბატონმა ელენა ზიბერმა, საერთაშორისო ექსპერტმა წყალმომზადების საკითხში ბატონმა ტომას ბოიტელმა. 
კონფერენციაზე მოხსენებით წარსდგნენ:
ბურჰარდ შვარცი – კომპანია HERBORNER PUMPENTECHNIK (გერმანია)
ვახტანგ მესხი – კომპანია AQUALINE (საქართველო)
ტომას ბოიტელი – კომპანია LUTZ JESCO (გერმანია)
დეტლეფ ნოაკი – კომპანია DINOTEC (გერმანია)
ალექს ობრადოვიჩი – კომპანია ALEX COMPANY (სერბეთი)
კონფერენციის ორგანიზატორი და მასპინძელი – კომპანია „აკვალაინი“ 
კონფერენციის ორგანიზატორები კომპანია HERBORNER PUMPENTECHNIK (გერმანია), კომპანია LUTZ JESCO (გერმანია), კომპანია DINOTEC (გერმანია) Herborner Pumpenfabrik GmbH
dinotec GmbH Lutz- Jesco GmbH Aqualine • აკვალაინი