aqualine

უკუ ოსმოსის სისტემა

მთავარი პროდუქცია წყლის საწმენდი სისტემები უკუ ოსმოსის სისტემა
უკუ ოსმოსის სისტემა
#66

უკუ ოსმოსის ფილტრის ყველაზე გამორჩეული განსხვავება სხვა ფილტრებისგან არის ის, რომ  წყლის გაწმენდა ხდება სპეციალური მემბრანას საშუალებით, რომლის მიკროფორებშიც, წყლის გავლის შემდეგ რჩება ყველა შესაძლო მინარევი. იგი გამოიყენება როგორც პირადი (საყოფაცხოვრებო), ასევე ინდუსტრიული მიზნებისთვის. 

დანადგარში შესული წყლის ნაკადი, მემბრანის საშუალებით იყოფა ორ ნაწილად:

პირველი ნაწილი გაივლის მემბრანას და  გამოდის აბსოლუტურად სუფთა წყალი,

ხოლო მეორე (წყლის ნაკადის ჭუჭყიანი ნაწილი) შემორეცხავს მემბრანას ზედაპირს და იღვრება კანალიზაციაში.

სისტემის ყველაზე დიდი პლიუსი არის ის, რომ ერთი ფილტრის საშუალებით ხდება წყლის არამარტო მინარევებისგან გასუფთავება, არამედ წყალს შორდება 99,9% ბაქტერიები და ვირუსები. შესაბამისად ვიღებთ იდეალურად სუფთა წყალს, რომელიც გვიზრდის წარმოების პროდუქტიულობას და ხარისხს, რაც დადებითად აისახება ადამიანის ჯანმრთელობაზე.