წყლის ფილტრი-დოქი

წყლის ფილტრი-დოქი
#49

Ecosoft არის  წყლის ფილტრების მწარმოებელი საერთაშორისო კომპანია. იგი დაარსდა  უკრაინაში 1991 წელს და წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილესს მწარმოებელს წყლის ფილტრაციის სეგმენტში, დაწყებული საყოფაცხოვრებო ფილტრის დოქებიდან, დასრულებული სამრეწველო უკუოსმოსის სისტემებით. კომპანია Ecosoft აკმაყოფილებს მომხარებელთა ნებისმიერ მოთხოვნილებას, როგორც ევროკავშირისა და აშშ-ს ტერიტორიაზე, ისე მსოფლიოს ნებისმიერ სხვა ქვეყანაში. Ecosoft Water Systems GmbH არის ორგანიზაცია გერმანიასა და ბელგიაში. მას მინიჭებული აქვს ISO 9001 სერთიფიკატი. პროდუქტი დამზადებულია ევროპული სტანდარტის მიხედვით.

წყლის დოქი ყველაზე გავრცელებული და პრაქტიკული საშუალებაა იმ შემთხვევაში, თუკი მცირე რაოდენობის გაფილტრული წყალია საჭირო. მარტივია მისი გამოყენების პრინციპი, დოქში უნდა ჩაისხას წყალი და რამდენიმე წუთის შემდეგ შესაძლებელია გაფილტრული წყლის მიღება. როგორც წესი, გამფილტრავი მასალის (კარტრიჯის შიგნით) მოთავსებულია აქტივირებული ნახშირი, რომელიც უზრუნველყოფს წყლის საერთო გაწმენდას (სუნისგან, ქლორისგან, პესტიციდებისგან, შემღვრეულობისგან და ა.შ).

გთავაზობთ ფილტრის დოქს დახვეწილი და გამორჩეული დიზაინით წყლის სხვადასხვა ტევადობის მიხედვით:

  • ამცირებს: ქლორს, ქლორინებს, ნავთობ პროდუქტებს, ტოქსიკურ მეტალებს და ა.შ;
  • საერთო მოცულობა - 3,5 ლიტრი - 5 ლიტრი;
  • გაფილტრული წყლის მოცულობა 1,7ლიტრი – 3,5 ლიტრი;
  • მისი მოთავსება შესაძლებელია მაცივრის კარის თაროზე;
  • Flip დიზაინი დოქის მარტივი შევსებისათვის;
  • თავსახური - გაფილტრული წყლის მტვრისგან დასაცავად;
  • სიმყარისთვის სილიკონის ფეხები;
  • მოსახერხებელი სახელური.

აღნიშნული დოქის გამოყენების შემთხვევაში, თქვენ აღარ დაგჭირდებათ დამატებით სასმელი წყლის შეძენა.