aqualine

მრავალსაფეხურიანი ფილტრი

მთავარი პროდუქცია წყლის საწმენდი სისტემები მრავალსაფეხურიანი ფილტრი
მრავალსაფეხურიანი ფილტრი
#64

იმ შემთხვევაში, თუკი ხშირად გჭირდებათ დიდი რაოდენობით გაფილტრული სუფთა წყალი, შეგიძლიათ ფილტრი-დოქის ნაცვლად გამოიყენოთ ონკანზე დასაყენებელი ფილტრი.

ასეთი ფილტრი შეიძლება დააყენოთ ონკანზე მუდმივად, ან მისი საშუალებით ისარგებლოთ მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში.

სისტემის მარტივი ინსტალაცია - თქვენი სამზარეულო დარჩება ხელუხლებელი. ფილტრი თავსდება ნიჟარის ქვემოთ, დახვეწილი დიზაინის წყალობით იგი მონტაჟდება, როგორც ვერტიკალურ, ისე ჰორიზონტალურ მდგომარეობაში. თქვენ მიიღებთ უწყვეტი წყლის ნაკადს ქრომირებული ონკანიდან.

ასეთი ფილტრები უზრუნველყოფენ წყლის გაწმენდის უფრო მაღალ დონეს. ისინი იყოფიან რამდენიმე ჯგუფად: გამწმენდი საფეხურების რაოდენობის, კოლბებისა და კარტრიჯების მიხედვით. მექანიკური გაწმენდის კარტრიჯის ზომა - რომელიც წმენდს წყალს ჟანგისგან და ქვიშისგან,  5 მკ-მდე. (მიკრონი) .

ფილტრაციის მეორე ეტაპი - ფილტრში მოთავსებულია გრანულირებული აქტივირებული ნახშირი, რომელიც ფილტრავს წყალს ქრისგან და ქლორინის პროდუქტებისგან. ასევე ამცირებს მძიმე მეტალებს, ტოქსიკურ მინარერევს და სხვადასხვა მავნე მინარევებს.

მესამე ეტაპზე - წყალი ისევ მიედინება მექანიკურ ფილტრში (1 მკ), რომელიც საბოლოოდ ფილტრავს წყალს მექანიკური დაბინძურებისგან, როგორიცაა: ქვიშა, ლამი, ჟანგი და ა.შ.

მეოთხე ეტაპი - მომზადებული წყალი  მიეწოდება მემბრანას, რომელიც ასუფთავებს წყალს 99.8%-ით  აბსოლუტურად ყველა მინარევისგან, არა მხოლოდ ბაქტერიებისა და ვირუსებისგან, არამედ სამედიცინო პრეპარატების ნარჩენებისგან.

მეხუთე ეტაპი - მემბრანის შემდგომ გაფილტრული წყალი მიეწოდება მინერალიზატორს, სადაც ხდება მინერალიზაცია. ეს ტექნოლოგია ზუსტად არის მიმსგავსებული ბუნებრივ მინერალიზაციასთან. წყალი იდენტური სისწრაფით გადის მინერალიზატორში, როგორც მთის ქანებში. შესაბამისად თითოეულ ჭიქაში ვიღებთ სტაბილურ და ზომიერ მინერალებს 55-65 მგ/ლ-ში.

საბოლოო ეტაპზე წყალი მიედინება აქტივირებული ქოქოსის ნახშირის კოლბაში, სადაც იგი იძენს ბუნებრივ სასიამოვნო გემოს, ფერს და არომატს.

სისტემის დადებითი მახასიათებლები:

  • მომზადებული საკვები ბევრად გემრიელი ხდება;
  • ჩაი და ყავა შეიძენს განსაკუთრებულ სუნს და არომატს;
  • საყოფაცხოვრებო ტექნიკა, როგორიცაა წყლის ელექტრო მადუღარა, უთო, ორთქლის ღუმელი, დაცული იქნება კიროვანი ნადებისგან;
  • გაფილტრული წყალი სასარგებლოა ასევე ოთახის ყვავილებისათვის.