საუნა
#22

კომპანია ,,აკვალაინი“ გთავაზობთ ფინური საუნის აგებას კერძო და საზოგადოებრივი გამოყენების ფუნქციით. საუნის ხის მოსაპირკეთებელი მასალის იმპორტი ხდება ფინეთიდან. შოურუმში გაქვთ შესაძლებლობა შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი ხის მასალა.

ახლა კი ცოტა რამ ფინური საუნის ისტორიაზე, ტრადიციასა და მისი მოხმარების წესების შესახებ.

ფინური საუნა - მშრალი ჰაერის აბანო - ფინელები ფიქრობენ, რომ ვერავინ შეძლებს მათი ქვეყნის და კულტურის გაცნობას, თუკი არ მოინახულებენ ფინურ საუნას და არ გაიზიარებენ მის საიდუმლოს.

საუნა უკვე ათასობით წელია გამოიყენება და დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობს მთელ მსოფლიოში. გარდა იმისა, რომ საუნაში ადამიანები ისვენებენ და განიტვირთებიან, მას ბევრი დადებითი მხარე გააჩნია ჯანმრთელობის მხრივ.

მრავალი წელია სამკურნალო თერაპიის ერთ-ერთი მეთოდია ორგანიზმიდან ოფლის გამოყოფა. თუმცა საუნას ძირითადი ფუნქცია რელაქსაცია და გულ-სისხლძარღვთა დაავადების მქონე პაციენტების განკურნებაა. უნა სასარგებლოა თითქმის ყველასთვის, გარდა გამონაკლისისა: სარგებლობა არ შეიძლება მეძუძური ბავშვებისათვის, გულსისხლძარღვთა დაავადებით დაავადებული და ღიას ჭრილობის მქონე პაციენტთათვის, სხვა ყველას შეუძლია დატკბეს საუნის მყუდროებით.

კლასიკურ ფინურ საუნაში განათება თბილი და არამკვეთრია. ფინელების აზრით, მუსიკას და ხელოვნურ სურნელებს იქ არაფერი ესაქმებათ, გარდა არყის ცოცხისა და ნატურალური ხის ნამწვისა.

ფინელებისთვის საუნა არის და რჩება განსაკუთრებულ ადგილად. წარსულში ითვლებოდა, რომ საუნაში გარდა სხეულის გაწმენდისა, მოქმედებდნენ ზებუნებრივი ძალები, რომლებიც ხელს უწყობდნენ  ადამიანის სულის აღორძინებაში და დღემდე საუნა მათთვის რჩება სადღესასწაულო რიტუალის მნიშვნელოვან ნაწილად/კომპონენტად.

საუნაში დაპატიჟება ფინელის მხრიდან დიდი პატივისცემის ნიშანია და ამაზე უარის თქმის შემთხვევაში, უნდა გქონდეთ მტკიცე არგუმენტი. როგორც ამბობენ, საუნაში ყველა ადამიანი თანაბარია.

ლეგენდები ფინური საუნის შესახებ: ფინელების პატივისცემა საუნის ტრადიციების მიმართ მშობლებისგან გადაეცემათ მათ შვილებს. ძველი ფინური გამოთქმის თანახმად: ,,საუნაში ისევე უნდა მოვიქცეთ, როგორც ტაძარში“. მათ ჯეროდათ, რომ საუნაში ცხოვრობდნენ განსაკუთრებული სულები და არ შეიძლებოდა მათი წყენა და გაბრაზება. მათი აზრით სულები ცეცხლშიც ცხოვრობდნენ და ღუმელის სწორად ანთების შემთხვევაში, სულები კურნავდნენ ადამიანებს სხვადასხვა სენისგან. ფინელების უმრავლესობას მიაჩნია, რომ ბავშვები ადრეულ ასაკში უნდა შეეჩვიონ საუნას და დაბადებიდან რამდენიმე კვირაში აზიარებენ მათ ტრადიციებს.

 საუნის მოპირკეთება: საუნის აგებისათვის შესაძლებელია გამოყენებულ იქნას  ხის სხვადასხვა სახეობა, თუმცა მურყანი, ასპენი, კედარი და ფიჭვი არიან ის ხეები, რომელთაც აქვთ უნარი აიტანონ ტენიანობა და მაღალი ტემპერატურა, სპეციალურად დამუშავებული ხე არ იშლება და არ იწვება.

სამკურნალო თვისებები: უძველესი დროიდან საუნა გამოჯანმრთელების ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებად ითვლება. საქმე იმაშია, რომ ცხელი და მშრალი ჰაერი იწვევს ორგანიზმის აქტიურ ოფლიანობას, რაც ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნის საუკეთესო საშუალებაა. გარდა ზემოაღნიშნულისა მაღალი ტემპერატურა აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევის ცირკულაციას, ხელს უწყობს მეტაბოლიზმს (ნივთიერებათა ცვლას), ხსნის დაღლილობის შეგრძნებას. ორთქლის ჰაერი ხელს უწყობს ასევე სასუნთქი ორგანოების, კონკრეტულად კი ფილტვების გაუმჯობესებულ ფუნქციონირებას.

საუნაში ვიზიტი სასარგებლოა რევმატიზმის, არაინფექციური კანის დაავადებების, ალერგიის, მენსტრუალური ციკლის დარღვევის, მენჯის ანთებითი დაავადებების  და ჭარბი წონის დროს.

ცნობილი ფაქტია, რომ საუნას პროფილაქტიკის მხრივ იყენებენ გაციების, ვირუსული ინფექციის, უძილობის და ფსიქოლოგიური სტერსის შემთხვევებშიც. 

სიფრთხილის ზომები: იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ჯანმრთელობისათვის უარყოფითი ეფექტი, გასათვალისწინებელია შემდეგი ზომები:

  • ალკოჰოლის მიღებისგან თავის შეკავება ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა, რადგან ალკოჰოლი ზრდის: არითმიის, დეჰიდრაციის (ორგანიზმის გაუწყლოვნება), ჰიპოტენზიის (სისხლძარღვებში, ღრუ ორგანოებში ან ორგანიზმის სიღრუეებში ჰიდროსტატიკური წნევის დაქვეითება) და მოულოდნელი სიკვდილის რისკს.
  • დროის კონტოლი საუნაში: საუნის ხშირი მომხმარებლისთვის რეკომენდირებულია 15/20 წუთიანი აბაზანა და არა მეტი. ახალბედა მომხმარებელმა კი 5 წუთიდან უნდა დაიწყოს მისი გამოყენება და ორგანიზმის სიცხესთან შეგუების შემდეგ, ნელ-ნელა მოუმატოს ხანგძლივობის პერიოდს.
  • სითხის მიღება: ოფლის გამოყოფის შემდგომ, აუცილებელი პირობაა ორგანიზმისთვის სითხის დაბრუნება წყლის ან ნებისმიერი სითხის სახით. საუნის მოხმარების შემდეგ სასურველია 2-4 ჭიქა წყლის მიღება.
  • რეკომენდირებული არ არის საუნის გამოყენება პირებისთვის, ვისაც აქვს: მაღალი არტერიული წნევა - ჰიპერტონია, გულის დაავადებები, გულ-სისხლძაღრვთა სისტემის და თირკმელების პრობლემები. აკრძალულია ასევე ორთქლის მიღება გაციების, ვირუსული ინფექციის და ფილტვების ანთების პერიოდში;
  • საუნაში შესვლამდე აუცილებელი პირობაა შხაპის მიღება საპნის გარეშე და სხეულის კარგად გამშრალება;
  • თმა უნდა იყოს მშრალი და საუნის გამოყენებისას რეკომენდირებულია თავის პირსახოცით დაფარვა.

 

მსგავსი პროდუქტები