aqualine

ENG

ტერასების გადახურვის სისტემა - ALBIXON

მთავარი პროდუქცია აუზები ტერასების გადახურვის სისტემა - ALBIXON
ტერასების გადახურვის სისტემა - ALBIXON
#36

ფრანგული კომპანია ALBIXON-ის მიერ  გარე საცურაო აუზების და ტერასების გადახურვის სისტემა სპეციალურად შექმნილია მათთვის, ვინც ფიქრობს რომ აუზით სარგებლობა მხოლოდ სეზონურადაა შესაძლებელი. იგი ახანგძლივებს აუზის სეზონს მთელი წლის განმავლობაში. დღევანდელი დღის მდგომარეობით არსებობს გადახურვის სისტემის ფართო არჩევანი: ფორმის, ზომის და მასალის მიხედვით. ყველაზე მარტივი კონსტრუქციის გადახურვის სისტემა იცავს აუზს ჭუჭყისგან, წვიმისა და თოვლისგან. მწარმოებელი გვაძლევს საშუალებას მოთხოვნის მიხედვით დამზადდეს სასურველი ზომის, სიმაღლის, ფორმის  და ფერის სისტემა, რომელიც დაფარავს არა მხოლოდ აუზის პერიმეტრს, არამედ მის გარშემო დასასვენებელ ადგილს. თუკი მომხმარებელი უპირატესობას ანიჭებთ ხის ჩარჩოს და არა მეტალს, ან თუნდაც მინას პლასტასის ნაცვლად, შესაძლებელია ნებისმიერი მოთხოვნის დაკმაყოფილება.

კომპანია ALBIXON-ი გთავაზობთ ტერასების, აუზის გარშემო ტერიტორიის და საზაფხულო ბაღების გადახურვის სისტემას.

  • წლის ნებისმიერ სეზონზე შეგიძლიათ ისიამოვნოთ ტერასით ნებისმიერი ამინდის პირობებში;
  • ზამთრის სეზონზე გადახურვის სისტემა დაიცავს თქვენი ბაღის ავეჯს და აღჭურვილობას;
  • გამძლე და მდგარია ნებისმიერი სეზონის პერიოდში;
  • ინდივიდუალური გადაწყვეტა თითოეული სახლისთვის, რესტორნისა თუ სასტუმროსთვის.

სისტემის მასალა - დამზადებულია მაღალი ხარისხის ალუმინისაგან, რომლის ზედაპირიც დამუშავებულია საღებავით ან ხის დეკორით.  სისტემის გამოყენებულ მასალებს შორის არიან ე.წ პოლიკარბონატი (უმაღლესი ხარისხის ეკოლოგიურად სუფთა, მსუბუქი, ძნელად აალებადი და დრეკადი მასალა) და ორგანული მინა. მათი ფიზიკური თვისებებიდან გამომდინარე, სისტემა იზიდავს მზის ულტრაიისფერი სხივების სითბოს.

დეტალური ინფორმაციისთვის: https://www.youtube.com/watch?time_continue=1&v=mT8OLPuKyFk

მწარმოებელი ქვეყანა - საფრანგეთი