aqualine

მფრქვევანა

მთავარი პროდუქცია აუზები მფრქვევანა
მფრქვევანა
#35

მფრქვევანას, ეგრეთწოდებული ,,JETS” უმთავრესი ამოცანაა საფილტრაციო  მილებიდან  გამოდინებული წყლით მოამარაგოს აუზი და დაბინძურებული წყალი გაუშვას სკიმერის მიმართულებით. არსებობს , მფრქვევანა, რომელიც აუზს წყალთან ერთად  ამარაგებს ჰაერითაც, მას ჰიდრომასაჟორს უწოდებენ. იგი გამოიყენება ძირითადად  პატარა ზომის სპა აუზებისთვის ჰოდრო მასაჟის ეფექტის მისაღებად.

წყლის მფრქვევანას მონტაჟი ხდება, როგორც აუზის ფსკერზე, ისე მის კედლებზე. სპეციალურად მზადდება ლაინერით და ბეტონით მოპირკეთებული კედლებისათვის.

აუზის მოცულობიდან გამომდინარე  ძალიან მნიშვნელოვანია  წყლის მფრქვევანების სწორი რაოდენობის განსაზღვრა  და  განთავსება, რადგან წყლის ნაკადები თანაბრად უნდა დაუკავშირდნენ აუზში არსებული წყლის ყველა ფენას.