aqualine

CDECK - კომპოზიტური დეკი

მთავარი პროდუქცია აუზები CDECK - კომპოზიტური დეკი
CDECK - კომპოზიტური დეკი
#30

CDECK ეს არის კომპოზიტური ხის მასალის თანამედროვე, ინოვაციური პროდუქტი, რომელიც წლების განმავლობაში იქმნებოდა და იხვეწებოდა ნებისმიერი კლიმატური პირობებისათვის. მას იყენებენ როგორც კერძო, ისე კომერციული ფართებისთვის, როგორებიცაა: აივნები, ტერასები, საცურაო აუზები, ბაღები, ფასადები, ზღვისპირა  ბილიკები და ა.შ.

გარდა პროდუქტის მაღალი ხარისხისა და მრავალწლიანი ვარგისიანობისა, მისი ვიზუალი მიესადაგება არქიტექტურის სხვადასხვა სტილს. იგი დამზადებულია პორტუგალიაში გარემოსდაცვითი  სტანდარტების სრული დაცვით. პროდუქტში არსებული მასალის 50% ხეს შეადგენს, ხოლო 50% PVC-ს.

კომპოზიტური დეკის მასალა ისეთი თერმული მეთოდით არის დამუშავებული, რომ ნებისმიერი კლიმატური პირობის დროს იგი სასიამოვნო და კომფორტულია მომხმარებლისთვის: ტენიანი ამინდის პერიოდში ზედაპირი არ იწვევს მოცურებას და ამისათვის არაა გამოყენებული სპეციალური ლაქი ან მსგავსი მასალა, ხოლო ცხელი კლიმატური პირობები არ იწვევს დეკის გახურებას. მისი ინსტალაცია და დემონტაჟი მარტივია სპეციალურად შემუშავებული სისტემის საშუალებით.

ფერების არჩევანი:

  1. ბეჟი
  2. ხისფერი
  3. რუხი
  4. შავი
  5. შოკოლადისფერი

დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიჰყევით ბმულს: https://www.youtube.com/watch?time_continue=3&v=LafaSIT2rjo

მწარმოებელი ქვეყანა - პორტუგალია.