აუზის საწმენდი რობოტი - Hexagone mp3

მთავარი პროდუქცია აუზები აუზის საწმენდი რობოტი - Hexagone mp3
აუზის საწმენდი რობოტი - Hexagone mp3
#26

HEXAGONE CHRONO MP3 ROBOT -  სპეციალურად შემუშავებული აპარატია, რომლის მიზანია უზრუნველყოს ყველა ტიპის აუზის სრულფასოვანი დასუფთავება. იგი მუდმივად ახერხებს ზუსტი ტრაექტორიის შერჩევას, რათა შეამციროს დასუფთავების დრო. მასზე არსებული სენსორული დაფის საშუალებით, რობოტი წყალში მოძრაობს დისტანციურად  და თავად განსაზღვრავს მუშაობის პერიოდს. Chrono MP3 XL- ს შეუძლია 1 სთ 15 წთ-ში  25 მ აუზის ფართის დასუფთავება  მაგელანის ჯვარედინი რეჟიმის სისტემით. მისი ექსკლუზიური სისტემა საშუალებას აძლევს RoboMatic 4X4 Chrono MP3 XL გამოვიდეს ნებისმიერი სიტუაციდან და აძვრეს  ნებისმიერი სირთულის  ფერდობზე. რობოტის შეწოვის სისტემის დახმარებით აუზი მარტივად იწმინდება ისეთი საგნებისგან, როგორებიცაა: ქვიშა, თმა, ფოთლები, საღეჭი რეზინა  და სხვა.

რობოტს აქვს სამი ტიპის საწმენდი ჯაგრისი, რომელიც დამზადებულია მყარი, სინთეტიკური რეზინისგან, მას გამოიყენებენ აუზის წებოვანი ზედაპირების და მილების გასაწმენდად.

1. აუზის წებოვანი ზედაპირისათვის; 2.კლასიკური წმენდისათვის; 3.ნორმალური ზედაპირისათვის.

     

რობოტს შესაძლებლობა აქვს გაასუფთავოს ნებისმიერი ფორმის აუზი: მართკუთხედი, ოვალური, გესებური ფორმის.

აუზის ფსკერის და კედლების მოსაპირკეთებელი ნებისმიერი  მასალა მისთვის მისაღები და მარტივად გასაწმენდია: ლაინერი, მოზაიკა, ფილა, ბეტონის ფილა.

რობოტს აქვს კაბელის სიგრძის 4 ვარიანტი: 25მ, 32მ, 40მ და 50მ.

   

მისი დახვეწილი დიაზაინი, ორი ბორბალი და მარტივად დასახვევი ბარაბანი უზრუნველყოფს მის ადვილ შენახვას. 

დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიჰყევით ბმულს: http://myhexagone.com/_en/video.php

HEXAGON – ევროპული ლიდერი კომპანია  კერძო და საზოგადოებრივი  აუზების დასუფთავებაში.

 

მწარმოებელი ქვეყანა - საფრანგეთი