ALBIXON - აუზის გადახურვის სისტემა

მთავარი პროდუქცია აუზები ALBIXON - აუზის გადახურვის სისტემა
ALBIXON - აუზის გადახურვის სისტემა
#34

თუკი თქვენ სარგებლობთ გარე საცურაო აუზით, არ აქვს მნიშვნელობა აუზი არის ბეტონის, პლასტიკის თუ კერამიკის, აუცილებლად თავს იჩენს მრავალი გადაუჭრელი საკითხი:

  • როგორ ავიცილოთ თავიდან წყლის მუდმივი დაბინძურება?
  • როგორ შევინარჩუნოთ აუზის თბილი წყალი, რომელიც ღამის განმავლობაში ცივდება?
  • წყლის ხარისხი ფუჭდება წვიმის შემდეგ
  • მუდმივი შიში, სად არიან ბავშვები? ან ჩვენი შინაური ცხოველები?

 

იმისათვის, რომ მომხმარებელმა თავიდან აირიდოს გაუთვალისწინებელი შემთხვევები და  დაცული იყოს მათი და მათი ოჯახის წევრების უსაფრთხოება, ფრანგული წარმოების კომპანია ,,ALBIXON"-მა აუზის გადახურვის სისტემის სახით უზრუნველყო მარტივი და ეფექტური გამოსავალი.

უსაფრთხოება! მომხმარებელი მუდმივად არ იფიქრებს სად არიან ბავშვები და მათი შინაური ცხოველები. გადახურვის სისტემა აღჭურვილია მთელი რიგი უსაფრთხოებისა და  დაცვითი სისტემის სპეციალური ელემენტებით, როგორებიცაა კარის ჩამკეტი და სხვა სახის ჩამკეტი მექანიზმები, რაც მომხმარებელს აძლევს მაქსიმალური უსაფრთხოების გარანტიას.

წყლის ტემპერატურის მატება - აუზის გადახურვის სისტემა დამზადებულია ფიჭური პოლიკარბონატის ფურცლებით, რომელიც ფართოდ გამოიყენება მშენებლობაში (ფასადების შემინვა - შენობების გამჭვირვალე გადახურვა). პოლიკარბონატის ფურცლებისთვის დამახასიათებელი უპირატესობებია: დაბალი თბოგამტარობა, ხმის იზოლაცია, სიმსუბუქე, მზის გამოსხივების მავნე ზემოქმედების მიმართ გამძლეობა. ღამის პერიოდში აუზში წყალი არ გაცივდება, მზიან ამინდში კი სრულიად უფასოდ  მოახდენს მის გათბობას, რაც მნიშვნელოვნად დაზოგავს მომხმარებლის ფინანსებს.

სუფთა წყალი - თუკი დაიღალეთ  აუზის წყლის ყოველდდღიური დასუფთავებით (ფოთლები, მწერები, წყალმცენარეები და სხვა)  გამოსავალი აუზის გადახურვის სისტემაშია. გარდა იმისა, რომ აღნიშნული საგნები ვეღარ მოხვდებიან აუზში, ვერც წვიმის ნალექი, რომელიც ხშირ შემთხვევაში არღვევს წყალში pH-ის ბალანსს, ვერ დააზიანებენ წყალს და ზედმეტი ქიმიკატების დამატების გარეშე წყალი შეინარჩუნებს სისუფთავეს.

 

რა მასალისგან მზადდება გადახურვის სისტემა?

სისტემის მასალა - დამზადებულია მაღალი ხარისხის ალუმინისაგან, რომლის ზედაპირიც დამუშავებულია საღებავით ან ხის დეკორით.  სისტემის გამოყენებულ მასალებს შორის არიან ე.წ პოლიკარბონატი (უმაღლესი ხარისხის ეკოლოგიურად სუფთა, მსუბუქი, ძნელად აალებადი და დრეკადი მასალა) და ორგანული მინა. მათი ფიზიკური თვისებებიდან გამომდინარე, სისტემა იზიდავს მზის ულტრაიისფერი სხივების სითბოს და ზრდის წყლის ტემპერატურას 8 °C-მდე.

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული - https://www.youtube.com/watch?v=SmxAbyPjzHI

მწარმოებელი ქვეყანა - საფრანგეთი.