aqualine

ENG

თერმომეტრი T11

მთავარი პროდუქცია აუზის აქსესუარები თერმომეტრი T11
თერმომეტრი T11
#199
აუზის წყალში ტემპერატურის კონტროლი მნიშვნელოვანია.
თერმომეტრი - აუცილებელი აქსესუარია ნებისმიერი აუზისთვის. 
არსებობს ორი სახის - ელექტრონული და მოტივტივე.
აუზების თერმომეტრი საჭიროა არა მხოლოდ სასურველი ტემპერატურის მისაღწევად, არამედ აუზების დეზინფექციის კონტროლისათვის.
თუ წყლის ტემტეპატურა +23 C მეტია, აუზს უნდა დაემატოს შედარებით მეტი რაოდენობის ქიმია, რადგან ასეთ დროს იზრდება ქლორის აორთქლების ალბათობა.
თუ წყლის ტემტერატურა +28 С …+30 С მეტია, მაშინ აუცილებელია გაიზარდოს არა მხოლოდ დასამატებელი ქიმიკატების დოზა, არამედ მისი სიხშირეც.
წყლის ტემპერატურის გაზომვა უნდა განხორციელდეს 15-20 სმ სიღრმეზე, ეს გამოწვეულია იმით, რომ თბილი წყალი გროვდება წყლის ზედა ფენაში. წყლის ფენების შესარევად გადაიყვანეთ ფილტრის სისტემა ცირკულირების პოზიციაზე. 
ყველაზე მარტივი საცურაო აუზის თერმომეტრი იყენებს ალკოჰოლურ ხსნარს, თუ ის შემთხვევით გატყდება თქვენი ორგანიზმისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს. შედარებით ძვირადღირებული მცურავი თერმომეტრები გრძელი მეტალის ფეხით მიიჩნევა უფრო ზუსტ საზომად, რადგან ზომავს ტემპერატურას 30 სმ სიღრმეზე. ყველაზე კარგ თერმომეტრად  კი ითვლება ელექტრონული თერმომეტრი. მათ შეუძლიათ აჩვენონ წყლის და ჰაერის ტემპერატურა, ჰაერის ტენიანობა და მრავალი სხვა ...