ჩვენს შესახებ

მთავარი ჩვენს შესახებ
ორბი პალასი - ბაკურიანი
ოლიმპიკი
ოლიმპიური აუზი - ტონუსი

კომპანია “აკვალაინი” 2006 წელს დაფუძნდა. დაფუძნებიდან დღემდე ჩვენ განხორციელებული
გვაქვს მრავალი პროექტი, როგორც კერძო ასევე საზოგადოებრივ სექტორში. მიღებული გამოცდილება,
პროფესიონალური კადრი და მსოფლიოს წამყვანი კომპანიების ხარისხიანი პროდუქციის გამოყენება,
განაპირობებს ჩვენს მიმართ კლიენტების მაღალ ნდობას.
კომპანია “აკვალაინი” გთავაზობთ შემდეგი სახის მომსახურებას:

  • ყველა ტიპის საცურაო აუზის (კომერციული, კერძო, შიდა და გარე აუზები) პროექტირება/მშენებლობა/რეკონსტრუქცია;
  • საუნის, SPA -ს, ორთქლის ოთახის პროქტირება და მშენებლობა;
  • დანადგარები და აქსესუარები;
  • საცურაო აუზის წყლის ქიმიკატები;
  • სერვისი, სათადარიგო ნაწილები;
  •  წყლის ხარისხის კონტროლი;
  • აუზის დასუფთავება და მოვლა;
  • წყლის ფილტრაცია, ოსმოსი.


წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება და მაღალკვალიფიციური კადრი, გვაძლევს
საშუალებას დამკვეთს გავუწიოთ მაღალი ხარისხის მომსახურება და კონსულტაცია მისთვის ნებისმიერ
საინტერესო საკითხზე, როგორც აუზის მშენებლობისას, ასევე მისი ექსპლუატაციაში
გადაცემის შემდგომ.

3 მიზეზი, თუ რატომ უნდა ითანამშრომლოთ ჩვენთან:

  • ჩვენ გთავაზობთ მაღალკვალიფიციურ მომსახურებას;
  • ჩვენ გთავაზობთ მსოფლიოს წამყვანი კომპანიების უმაღლესი ხარისხის პროდუქციას;
  • ჩვენ ვზრუნავთ თქვენს ჯანმრთელობაზე.


მოხარული ვიქნებით, გიხილოთ ჩვენს კლიენტებს შორის! კომპანია „აკვალაინი“– ინოვაციური
ტექნოლოგიები და საუკეთესო სერვისი!